ქეით მოსი და ემილი რატაკოვსკი Gucci-ს ახალი კამპანიის სახეები არიან, რომელიც იტალიური მოდის სახლის ცნობილ ჩანთებს - Giglio-სა და Borsetto-ს ეძღვნება. მოდელები ამ ლეგენდარულ ჩანთებს ხელახალი ინტერპრეტაციითა და განახლებული სილუეტებით წარმოადგენენ. დემნა გვასალიას შემოქმედებითი ხელმძღვანელობით, კამპანიის ფოტოები ცნობილმა დუეტმა - Mert & Marcus-მა, მერთ ალასმა და მარკუს პიგომ გადაიღეს, ასევე გამოქვეყნდა ბარდია ზეინალის მიერ გადაღებული ვიდეორგოლი. აღსანიშნავია, რომ ქეით მოსი და ემილი რატაკოვსკი მონაწილეობდნენ მილანის მოდის კვირეულზე გამართულ დემნა გვასალიას Gucci-ს სადებიუტო ჩვენებაშიც.

ახალი კამპანიის მიზანია Gucci-ს ჩანთების მარადიული ელეგანტურობის წარმოჩენა. ჩანთების განახლებული დიზაინი მნიშვნელოვან მემკვიდრეობასა და მოდის სახლის კოდებს დემნა გვასალიას თანამედროვე, ინოვაციურ ხედვასთან აკავშირებს. ჩანთების ახალი კოლექცია აერთიანებს Borsetto-ს, რომელიც ზამშისა და ტყავის ვერსიებით გამოვიდა, ხოლო Giglio-ს ახალი მოდელები წარმოდგენილია მუქი ყავისფერი, შავი და კლასიკური GG პრინტით გაფორმებული კრემისფერი პალიტრით.