‘’I, I, I, I, am… Prada’’ - ასე ჰქვია იტალიური მოდის სახლის ახალ კამპანიას, რომელიც მიუჩია პრადას და რაფ საიმონსის შემოქმედებითი ხელმძღვანელობითა და ამერიკელ ხელოვანთან - ჯორდან ვოლფსონთან თანამშრომლობით შეიქმნა. Prada-ს 2026 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციისადმი მიძღვნილი სარეკლამო კამპანია წარმოადგენს პროექტს, რომელშიც ვხვდებით ვოლფსონისთვის დამახასიათებელ ჰიპერრეალისტურ ფიგურებს და უცნაურ არსებებს. ისინი ჩნდებიან ფოტოებსა და ვიდეორგოლში Prada-ს ამბასადორებთან ერთად, მათ შორის არიან ნიკოლას ჰოულტი, დემსონ იდრისი, ჰანტერ შაფერი, კერი მალიგანი, ლუ ვენი, ჯონ გლასიერი და ლევონ ჰოუკი. 

მსახიობების გვერდით ჯორდან ვოლფსონის არსებები მოქმედებენ როგორც ალტერ ეგოები, რომლებიც თითქოს ირეკლავენ პერსონაჟის ქცევებს. ნამუშევრები ინტერაქტიული ხასიათისაა და იკვლევს იდენტობას, ჩვენ გარშემო არსებული სამყაროს აღქმას და იმას, თუ როგორ შეუძლიათ ტექნოლოგიებს განსაზღვრონ ჩვენი აზროვნება. ჯორდან ვოლფსონი ცნობილია სხვადასხვა მედიუმში შესრულებული ნამუშევრებით, მათ შორისაა მოძრავი რობოტების ფიგურები, რომლებიც ადამიანებივით მოძრაობენ და სხვადასხვა ქცევის იმიტაციას ახდენენ.