სიმონ პორტე ჟაკმუსისთვის ოჯახი ერთ-ერთი მთავარი ღირებულებაა, რომლის ირგვლივაც დიზაინერმა Jacquemus-ის არაერთი კოლექცია და კამპანია ააგო. ამავე ხედვით, Jacquemus-მა ახალი კამპანია “A Day With Pamela and Her Sons” წარადგინა, რომლის მთავარი გმირები პამელა ანდერსონი და მისი შვილები - Brandon Thomas Lee და Dylan Jagger Lee არიან. კამპანია თავისი ბუნებრივი კადრებითა და ვიდეორგოლით ოჯახურ, ყოველდღიურ მომენტებს ეფუძნება. ბოლო წლებში პამელა ანდერსონი სულ უფრო მეტად აკეთებს აქცენტს ოჯახურ გარემოსა და ბუნებრიობაზე და ხშირად საინტერესო კადრებსაც გვიზიარებს. https___bae.hypebeast.com_files_2026_05_27_Portrait-Gallery-Images-1132.jpeg44.05 KBფოტოებსა და ვიდეოებში ჩანს ყოველდღიური ოჯახური რუტინა, დღის განმავლობაში გადაღებული ზოგჯერ ქაოსური და მხიარული მომენტები, რომელშიც დედისა და შვილების ურთიერთობაა ასახული. აღსანიშნავია, რომ კამპანიაში Le Valérie-ს ჩანთის ახალ მოდელს ვხვდებით, რომელიც სიმონ პორტე ჟაკმუსმა დედის პატივსაცემად შექმნა და ამგვარად, კამპანია კიდევ უფრო მეტად დააკავშირა ოჯახის თემას. კამპანიაში ვხვდებით Le Paysan 2026 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციის ჰაეროვან და დახვეწილ სილუეტებს, მათ შორის - La Robe Paysan და La Jupe Agave, კაბისა და ქვედაბოლოს მოდელებს. პამელა ანდერსონი Jacquemus-ის კამპანიაში აქამდეც გამოჩენილა, ამავდროულად კი ხშირად ესწრება მოდის სახლის ღონისძიებებსა და ჩვენებებს.
დაწერე კომენტარი