სიმონ პორტე ჟაკმუსმა პარიზში, პიკასოს ეროვნულ მუზეუმში Jacquemus-ის ახალი, 2026 წლის შემოდგომა-ზამთრის - "Le Palmier" კოლექციის ჩვენება გამართა, რომელშიც მატილდა გვარლიანმა მიიღო მონაწილეობა. ბრენდის არქივზე დაყრდნობით შექმნილი კოლექცია "Le Palmier" სიმონ პორტე ჟაკმუსის ქალიშვილის ‘’Palm-tree Ponytail’’ თმის ვარცხნილობითა და დიზაინერის ადრეული წლებით, მისი პარიზული მოგონებებითაა შთაგონებული. კოლექცია Le Valerie-ს ჩანთის ახალ ვერსიებს, კლასიკურ ფეხსაცმელებს, აბრეშუმის კოქტეილის კაბებს, პალტოებს, ქურთუკებს, კოსტიუმებსა და საღამოს სამოსს აერთიანებს.
ახალი კოლექცია აქცენტს აკეთებს ბრენდის ცნობილ გეომეტრიულ ფორმებზე, სკულპტურულ დიზაინზე, წერტილოვან და ზოლებიან პრინტებზე. კოლექციაზე გავლენა მოახდინა ფრანგულმა რეტრო ფილმებმა და სატელევიზიო შოუებმა,1980-იან წლების სატირულმა იუმორმა და 1950-იანი წლების სილუეტებმა. კოლექციის ნაწილი საინტერესო დეტალებითაა გაფორმებული და შექმნილია მრავალფეროვანი ქსოვილებით, კოლექციაში აღმოაჩენთ სხვადასხვა სახის ბუმბულს, ორგანზას, აბრეშუმს, გამჭვირვალე ქსოვილებსა და დახვეწილ ნაქარგებს. აღსანიშნავია, რომ ჩვენების ბოლო, დასკვნითი ლუქი პირდაპირი რეფერენსი იყო პალომა პიკასოს ფოტოსი, რომელიც ჰელმუტ ნიუტონმა კარლ ლაგერფელდის შექმნილ კაბაში 1973 წელს აღბეჭდა.
ფოტო: Jacquemus







დაწერე კომენტარი