Jacquemus Nike-ის შემდეგ, Moon Boot-თან ერთობლივ კამპანიას გვიზიარებს, რომელიც ბრენდების მეორე თანამშრომლობას აღნიშნავს. ახალი კამპანია ფოტოგრაფმა Tom Kneller-მა გადაიღო, მასში ხელოვანი Luca Fersko და მოდელი Max Knott მონაწილეობენ.
Jacquemus x Moon Boot კოლექცია Aprés-Ski ჩექმებს, სხვადასხვა ფერის როგორც დაბალ, ისე მაღალყელიან ზამთრის ფეხსაცმელებს აერთიანებს. თითოეული მათგანი ხაზს უსვამს Moon Boot-ის ცნობილ სილუეტს, 1975 წლის ხელოვნური ბეწვის - ზამთრის სეზონის ყველა დროის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ მოდელს, რომელსაც ჟაკმუსმა თავისი ხედვა შემატა. ფეხსაცმელებთან ერთად, კამპანიაში Jacquemus ზამთრის თბილ, მინიმალისტური დიზაინის შარფებს წარმოადგენს.






დაწერე კომენტარი