Jacquemus და Nike კიდევ ერთხელ გაერთიანდნენ Après Ski-ის მრავალფეროვანი სათხილამურო მრავალფეროვანი კოლექციის შესაქმნელად, რომელიც დახვეწილი დიზაინით გამოირჩევა. ბრენდების პირველი ოფიციალური კოლაბორაცია 2022 წელს შედგა და მას შემდეგ არაერთი საინტერესო კოლექცია და გამორჩეული მოდელები შემოგვთავაზეს. Jacquemus x Nike-ის პირველ სათხილამურო კოლექციაზე გავლენა მოახდინა 80-იანი წლების ვინტაჟურმა სათხილამურო ჩაცმულობამ და სწორედ იმდროინდელი სილუეტებითაა შთაგონებული.
‘’მე ყოველთვის ვიყავი თხილამურების მოყვარული, ეს ჩემი საყვარელი სპორტია და ზამთრის კურორტები ბავშვობიდან - ჩემი საყვარელი დასასვენებელი ადგილები. სათხილამურო ჩაცმულობა ყოველთვის მომწონდა და ვინტაჟური 80-იანი წლების სათხილამურო სამოსის კოლექციონერიც ვარ. Nike-თან ერთად შექმნილი ეს კოლექცია შესაძლებლობაა - შევქმნა ახალი ისტორია მოდაში, თხილამურების მოყვარული ადამიანებისთვის.’’ - აღნიშნავს სიმონ პორტე ჟაკმუსი.
Nike x Jacquemus Après Ski კოლექცია ახლა უკვე ხელმისაწვდომია Jacquemus-ის ოფიციალურ ვებგვერდზე და შერჩეულ მაღაზიებში. კოლექცია აერთიანებს წყალგაუმტარი ქსოვილით შექმნილ სამოსს - ჟაკეტებს, შარვლებს, კომბინეზონებს, Leggings-ებს. ამავე ხაზის ნაწილია Jacquemus-ის და Moon Boot-ის კოლაბორაციით შექმნილი ზამთრის ფეხსაცმელები, Lacroix-თან ერთად შექმნილი თხილამურები და სათხილამურო სათვალეები.






დაწერე კომენტარი