ფრანგულმა მოდის სახლმა Jacquemus-მა Nike-თან კოლაბორაციის ფარგლებში უახლესი კამპანია წარადგინა, რომლის მთავარი სახე მსახიობი ნიკოლას ალექსანდრ ჩავესია. ამერიკელი მსახიობი, რომელმაც Netflix-ის სერიალში - Monsters: The Lyle and Erik Menendez Story  ლაილ მენენდესის როლის შესრულებით გაითქვა სახელი, ახალ კამპანიაში Moon Shoe-სთან ერთად პოზირებს.

Moon Shoe - სპორტული ფეხსაცმელი თავდაპირველად Nike-ის თანადამფუძნებელმა - ბილ ბაუერმანმა 1972 წლის შექმნა. იმ დროისათვის ფეხსაცმელი ინოვაციური დიზაინით სრულიად ახალ სტილს უსვამდა ხაზს და მან ძალიან სწრაფად მოიპოვა პოპულარობა, განსაკუთრებით - სპორტსმენებში, კომფორტული დიზაინიდან გამომდინარე. ახლა კი სიმონ პორტე ჟაკმუსმა ისტორიული სილუეტი ხელახალი ინტერპრეტაციით შემოგვთავაზა და მოდელის სპორტული, ტრადიციული ელემენტები თანამედროვე ბალეტის ესთეტიკასთან გააერთიანა. Nike x Jacquemus Moon Shoe პირველად პარიზის მოდის კვირეულის ფარგლებში, Jacquemus-ის 2025 წლის გაზაფხულის კოლექციის ჩვენებაზე ვიხილეთ.