სპორტის სამყარო სულ უფრო აქტიურად უკავშირდება მოდას, რასაც Gucci-ის და Formula 1-ის ახალი, ექსკლუზიური თანამშრომლობა ადასტურებს. იტალიური მოდის სახლი  2027 წლიდან ფორმულა 1-ის გუნდის - Alpine-ის მთავარი სპონსორი გახდება. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც მოდის სახლი F1-ის გუნდის მთავარი სპონსორის, „title partner“ სტატუსს მიიღებს. შესაბამისად, ეს პროექტი მნიშვნელოვან ნაბიჯსა და სრულიად ახალ მიმართულებას წარმოადგენს, რაშიც დიდი როლი აქვს ბრენდის შემოქმედებით ხელმძღვანელს, ქართველ დიზაინერ დემნა გვასალიას.

nss-gucci-formula-1-alpine-gucci-racing-6.jpeg 253.97 KB
მომავალი  წლიდან გუნდი "Gucci Racing Alpine Formula One Team" სახელით იასპარეზებს. გარდა სახელწოდებისა, მოდის სახლი Alpine-ის მანქანების დიზაინს, ბრენდინგსა და ფერთა პალიტრასაც შეცვლის. მანქანები Gucci-ის დამახასიათებელ შავ, წითელ და მწვანე ფერებში იქნება წარმოდგენილი. პროექტის მნიშვნელოვანი ნაწილია ახალი პლატფორმა, სახელწოდებით "Gucci Racing", რომელიც მოდას, სპორტს, კულტურასა და ექსკლუზიურ პროდუქტებს გააერთიანებს. ბრენდის განცხადებით, ბიზნეს პლატფორმა პროდუქტიულობას, დისციპლინასა და სრულყოფილებას ეფუძნება. ეს ექსკლუზიური თანამშრომლობა და ახალი პლატფორმა მოდასა და სპორტს შორის კავშირს მნიშვნელოვნად გააძლიერებს.