ინტერიერის შექმნა დღეს მხოლოდ ხარისხიანი მასალების არჩევას აღარ ნიშნავს - ეს არის პროცესი, სადაც ესთეტიკა, ფუნქციურობა და ინდივიდუალური ხედვა ერთმანეთთან უნდა დაბალანსდეს. სწორედ ამ იდეაზე დაფუძნებით შეიქმნა Mosaics - მულტიბრენდული შოურუმი, რომელიც თანამედროვე ინტერიერისთვის საჭირო მასალებსა და ავეჯს ერთ სივრცეში აერთიანებს. 


Mosaics-ის ისტორია 2021 წელს დაიწყო, მაშინ როდესაც ქართულ ბაზარზე საშუალო სეგმენტში მკაფიოდ იგრძნობოდა ხარისხისა და გონივრული ფასის კომბინაციის დეფიციტი. დღეს შოურუმი ამ სივრცეს თანამედროვე იტალიური დიზაინის წამყვანი ბრენდებით ავსებს — კერამიკული ფილებიდან და პარკეტიდან დაწყებული, ავეჯით, სანიტარული კერამიკითა და დიზაინერული რადიატორებით დასრულებული. 


თუმცა Mosaics-ის კონცეფცია მხოლოდ პროდუქციის მრავალფეროვნებით როდი შემოიფარგლება. აქ შოურუმი ინსპირაციისა და იდეების გაცვლის სივრცეა - ადგილი, სადაც არქიტექტორებს, დიზაინერებსა და მომხმარებლებს შეუძლიათ, ინტერიერის იდეა რეალურ მასალებსა და ფორმებში დაინახონ და საბოლოო შედეგამდე ერთ სივრცეში, ერთ სანდო პარტნიორთან ერთად მივიდნენ. 


Mosaics-ის ხედვა თანამედროვე დიზაინის ტენდენციების, იტალიური ოსტატობისა და ყოველდღიური კომფორტის ერთ გამოცდილებად გაერთიანებაა — გამოცდილებად, რომელიც რემონტის პროცესს უფრო მარტივს, გააზრებულს და რაც მთავარია, სასიამოვნოს ხდის. 


შოურუმში წარმოდგენილია ისეთი საერთაშორისო ბრენდები, როგორებიცაა - ABK Group, Emil Group, 41zero42, Ceramica Flaminia, Daniel, Irsap, Italia Lounge და Di Lazzaro. Mosaics-ის კონცეფციის, ხედვისა და სამომავლო გეგმების შესახებ Hammock Magazine გთავაზობთ ინტერვიუს შოურუმის დამფუძნებელთან.

როდის და რატომ გაგიჩნდათ შოურუმის შექმნის იდეა?


Mosaics-ის შექმნის იდეა 2021 წელს გაჩნდა, როდესაც ბაზარზე დაკვირვებით საშუალო სეგმენტის მკაფიო დეფიციტი გამოიკვეთა. იმ პერიოდში საქართველოს სარემონტო სექტორში მომხმარებელს არჩევანი ძირითადად ძალიან ძვირადღირებულ პრემიუმ-პროდუქციასა და შედარებით დაბალი ხარისხის, იაფფასიან ვარიანტებს შორის უნდა გაეკეთებინა. სწორედ ეს აუთვისებელი სივრცე გახდა კომპანიისთვის შესაძლებლობა - შეექმნა შოურუმი, რომელიც ბაზარს მაღალ ხარისხსა და მისაღებ, გონივრულ ფასს შორის სწორ ბალანსს შესთავაზებდა.

bb0e8ddf-e0e5-479d-924f-b5ea75e14b85.jpeg 185.97 KB

რა მიმართულება და ხაზი აქვს მოზაიკს?


Mosaics-ის მიმართულება და ხაზი ბაზარზე მკაფიოდ არის განსაზღვრული: ეს არის ავეჯისა და სარემონტო მასალების მულტიბრენდული შოურუმი, რომელიც საშუალო და მაღალ სეგმენტში პოზიციონირებს და უმაღლესი ხარისხისა და გონივრული საფასო პოლიტიკის იდეალურ ბალანსს ქმნის. 

კომპანიის კონცეპტუალური ხაზი სისტემურ მომსახურებასა და პროდუქციის მრავალფეროვნებაზე გადის - ბრენდი ერთ სივრცეში უყრის თავს წამყვანი იტალიური ბრენდების (ABK Group, Emil Group, 41zero42, Ceramica Flaminia, Daniel, Irsap, Italia Lounge, Di Lazzaro და სხვა) კოლექციებს. 

ასორტიმენტი სივრცის მოწყობის სრულ ციკლს ფარავს და მოიცავს კერამიკულ ფილებს, ავეჯს, სანიტარულ კერამიკას, პარკეტს, დიზაინერულ რადიატორებსა და საშხაპე სისტემებს. გლობალური ტრენდების გათვალისწინებით დაკომპლექტებული სივრცე კი თანაბრად ერგება როგორც კერძო მომხმარებლების, ისე არქიტექტორებისა და დიზაინერების სურვილებს, რაც მათ საშუალებას აძლევს მათ, იდეიდან აღსრულებამდე, ერთ სანდო პარტნიორთან ერთად შექმნან დახვეწილი და კომფორტული ინტერიერი.

bc6994d7-ea59-4f5f-a076-44eb2ba94b17.jpeg 375.25 KB

როგორია Mosaics-ის როგორც ბრენდის დიზაინ-კონცეფცია და ხედვა?


Mosaics-ის დიზაინ-კონცეფცია და ხედვა პროდუქტზე ორიენტირებული სივრცისა და ადამიანის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესების იდეას ეფუძნება.

დიზაინ-კონცეფციის თვალსაზრისით, შოურუმი უბრალოდ მაღაზია არ არის, არამედ ინსპირაციისა და ვიზუალიზაციის პლატფორმაა. ინტერიერის ღრმა შავი კედლები და ჭერი შეგნებულად „ქრება“, რათა მიმართულმა განათებამ თითოეული პროდუქტის ესთეტიკა, ფაქტურა და დეტალები მაქსიმალურად გამოკვეთოს. სივრცეში ინტეგრირებული ტრანსფორმირებადი მუდბორდ-სივრცეები კი დიზაინერებსა და არქიტექტორებს საშუალებას აძლევს, თავიანთი იდეები ადგილზევე გააცოცხლონ.

ბრენდის ხედვა კი სცდება მხოლოდ პროდუქციის გაყიდვას - Mosaics-ის მიზანია ბაზარზე ხარისხის ახალი სტანდარტის დამკვიდრება და რემონტის სტრესული პროცესის კომფორტულ გამოცდილებად გარდაქმნა. კომპანიის ხედვაა, იყოს არა უბრალოდ შოურუმი, არამედ სანდო პარტნიორი, რომელიც პროფესიონალთა ბიზნეს-განვითარებას უწყობს ხელს და მომხმარებლის ცხოვრების ხარისხი ახალ საფეხურზე აჰყავს.

შოურუმში წარმოდგენილ რომელ ბრენდებს გამოარჩევდით?


Mosaics-ში საერთაშორისოდ აღიარებული იტალიური ბრენდებია წარმოდგენილი, თუმცა მათ შორის განსაკუთრებით გამოირჩევა ოთხი ბრენდი, რომლებიც  ტრენდებსა და ხარისხის სტანდარტებს ქმნიან. 

იტალიური ესთეტიკისა და ოსტატობის სიმბოლოდ ქცეული ორი ბრენდი - ABK ჯგუფი და Emil  group. მათი პროდუქცია გამოირჩევა ტექსტურების საოცარი სიზუსტით, მდგრადობითა და უნაკლო ფაქტურებით. ეს არის ინოვაციური მასალებისა და მრავალფეროვანი დიზაინის სინთეზი, რომელიც ყოველგვარ სივრცეს მონუმენტურ, თანამედროვე და დახვეწილ იერსახეს ანიჭებს და იდეალურად ერგება ნებისმიერი სტილის ინტერიერს.

დიზაინერული რადიატორების პიონერი - Irsap.  ბრენდი, რომელმაც გათბობის სისტემების აღქმა სრულად შეცვალა. Irsap-ის ძლიერი მხარე ფუნქციურობისა და მაღალი ესთეტიკის სინთეზია. მისი რადიატორები სივრცის არა უბრალოდ გათბობის, არამედ მთავარი ვიზუალური აქცენტის ფუნქციას ასრულებს.

სანიტარული კერამიკის მწარმოებელი - Ceramica Flaminia. ბრენდი, რომელმაც სააბაზანო სივრცე ხელოვნების ნიმუშად აქცია. მსოფლიო დონის დიზაინერებთან კოლაბორაციით შექმნილი მისი სანტექნიკა გამოირჩევა დახვეწილი, სკულპტურული ფორმებითა და ექსკლუზიური ფერადი პალიტრით.


როგორია Mosaics-ის სტრატეგია და სამომავლო გეგმები?


Mosaics-ის სტრატეგია უწყვეტ განვითარებასა და ასორტიმენტის მუდმივ განახლებას ეფუძნება, რათა ქართველ მომხმარებელსა თუ პროფესიონალებს თანამედროვე დიზაინის უახლესი ტენდენციები პირველებმა შესთავაზოს. სწორედ ამ დინამიკის ნაწილია სიახლე, რომელსაც შოურუმი სულ მალე წარადგენს - Mosaics-ის პორტფელს კიდევ ერთი საერთაშორისოდ აღიარებული, მაღალი კლასის ბრენდი შეემატება. ეს პარტნიორობა შოურუმის ექსკლუზიურ შესაძლებლობებს კიდევ უფრო გააფართოებს და მომხმარებლებს კიდევ ერთ გამორჩეულ ესთეტიკურ და მაღალი ხარისხის მასალების არჩევანს შესთავაზებს.