ფუნქციურობისა და ესთეტიკის სწორი თანაკვეთა ყოველდღიურ ნივთებს ხშირად ხელოვნების ობიექტებად აქცევს. სწორედ ამ პრინციპით შეიქმნა დიზაინერ ანუკა თავართქილაძის ახალი სანათი, რომელიც მკაცრი გეომეტრიული ფორმების, არქიტექტურული გავლენებისა და მასალების კონტრასტის ერთობლიობით იპყრობს ყურადღებას. ეს საკოლექციო ნამუშევარი რეალობად სწორედ  დილაითის მხარდაჭერით იქცა.

ნამუშევარში მკაფიოდ იკვეთება თბილი, ბუნებრივი ხის მყარი კონუსისებრი ბაზა დამასზე აღმართული ლითონის სტრუქტურის, გეომეტრიულად სუფთა, პირამიდული ფორმის აბაჟური.

50cd2e61-d542-4511-9ecf-bbca242fa1b7.jpeg 311.75 KB

ანუკა თავართქილაძე - დიზაინერი: “ამ პროექტზე მუშაობისას ჩემი მთავარი მიზანი სკულპტურულ გამომსახველობასა და პრაქტიკულ გამოყენებას შორის ჰარმონიის პოვნა იყო. ნამუშევარი, რომელიც თავისი არსით საკოლექციო ხასიათისაა, ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული ორი მასალის სინთეზს, მკაფიო გეომეტრიასა და არქიტექტურულ აქცენტებს ეფუძნება. ჩემთვის ეს ობიექტი ერთგვარი ძიებაა მკაცრ წესებსა და თავისუფალ იმპროვიზაციას შორის. მყარ, სტატიკურ საფუძველს მსუბუქი, ჰაეროვანი თავსახური აბალანსებს, ხოლო ხის კონუსზე განლაგებული მცირე ზომის სფეროები ნივთს სრულიად განსხვავებულ ვიზუალურ რიტმსა და ხასიათს სძენს. სწორედ ამგვარი კონტრასტები, გეომეტრიული სიზუსტე და დინამიკური ფორმები აქცევს საგანს მონუმენტურ ნამუშევრად”.

a12a5d31-41b0-431a-8917-55a9ab399d51.jpeg 122.13 KB
დილაითისთვის ნიჭისა და ინოვაციური იდეების მხარდაჭერა კორპორატიული კულტურის უმნიშვნელოვანესი ნაწილია. პროექტის მნიშვნელობასა და დიზაინერებთან კოლაბორაციის აუცილებლობაზე კომპანიის გენერალური მენეჯერი, ნინი სტრაჟევსკაია საუბრობს:

„ჩვენთვის, როგორც ბრენდისთვის, რომელიც მუდმივად ეძებს ინოვაციებსა და ესთეტიკას განათებაში, უდიდესი პატივი და პასუხისმგებლობაა ანუკასნაირ ნიჭიერ დიზაინერებთან თანამშრომლობა. როდესაც პირველად ვნახეთ სანათის ესკიზი - ხის მყარი, სკულპტურული კონუსი თავისი დინამიკური სფეროებითა და მასთან დაპირისპირებული მკაცრი, პირამიდული თავსახურით, მაშინვე მივხვდით, რომ საქმე გვქონდა გამორჩეულ ნამუშევართან. მსგავსი მხარდაჭერა მნიშვნელოვანია ადგილობრივი შემოქმედებითი ინდუსტრიის განვითარებისთვის. ხშირად, უნიკალური იდეები და თამამი არქიტექტურული ხედვები მხოლოდ ქაღალდზე ან ციფრულ ესკიზებში რჩება, რადგან მათ რეალიზაციას შესაბამისი რესურსი, ტექნიკური ბაზა და მატერიალური მხარდაჭერა სჭირდება. როდესაც დიზაინერს ეძლევა საშუალება, თავისი ხედვა ყოველგვარი შემოქმედებითი კომპრომისის გარეშე აქციოს რეალურ პროდუქტად, ეს არა მხოლოდ კონკრეტული ავტორისთვისაა სტიმული, არამედ მთელი სფეროსთვის მესიჯია, რომ ქართულ დიზაინს აქვს დიდი პოტენციალი და მომავალი”.

ecccd218-c725-4039-aa78-3ddc25efad19.jpeg 108.59 KB
პროექტი იდეალურად ასახავს, რამდენად მნიშვნელოვანია დიზაინერისთვის სწორი მხარდაჭერა. ნდობაზე დამყარებული თანამშრომლობა ავტორებს აძლევს საშუალებას, შექმნან დამოუკიდებელი, გამორჩეული ობიექტები, რაც მთლიანად ქართული დიზაინის შესაძლებლობებს აჩვენებს.