შამპანის რეგიონში რთველი მხოლოდ სეზონის დასაწყისი არ არის. ეს ის მომენტია, როდესაც მთელი წლის განმავლობაში დაგროვილი გამოცდილება - ზუსტი დაკვირვება, ბუნების რიტმი და ადამიანური შრომა ერთად იყრის თავს. Moët & Chandon-ის Harvest Experience, რომელიც ბრენდის ერთ-ერთი ყველაზე განსაკუთრებული და მნიშვნელოვანი ღონისძიებაა უკვე მეორედ ჩატარდა.

2026 წლის რთველი განსაკუთრებული აღმოჩნდა. კლიმატურმა პირობებმა - მკაცრმა ყინვებმა და განმეორებითმა სიცხის ტალღებმა - ვაზი რთული სეზონის წინაშე დააყენა, თუმცა შედეგად მივიღეთ შამპანის ისტორიაში ყველაზე ადრეული რთვლის დასაწყისი: პირველად ყურძენი 14 აგვისტოს დაიკრიფა. ადრეული შეფასებები მიუთითებს ყურძნის გამორჩეულ სიჯანსაღესა და ხარისხზე, დაბალი მოსავლის მიუხედავად კი - განსაკუთრებულ ბალანსსა და სიმწიფეზე.

14ee3fc9-001c-4f7f-ad69-8ea477ffb196.jpeg 394.02 KB
Harvest Experience

ეს Moët & Chandon-ის 283-ე რთველია. და სწორედ ამ ისტორიულ კონტექსტში იძენს Harvest Experience განსაკუთრებულ მნიშვნელობას - სტუმარი აღარ უყურებს შამპანიურს, როგორც მხოლოდ საბოლოო პროდუქტს. ის ხედავს გზას თითოეული ბოთლის ჩამოსხმამდე.

Moët & Chandon-ის ვენახები შამპანის რეგიონის სხვადასხვა ადგილს აერთიანებს - 1,300 ჰექტარზე გადაჭიმული Grand Cru-ისა და Premier Cru-ის ნაკვეთებით ბრენდი რეგიონში ერთ-ერთ ყველაზე მრავალფეროვანი ვენახებითაა წარმოდგენილი.

აქ არაფერი ხდება შემთხვევით.

თითოეული ნაკვეთის მოსავლის დრო განისაზღვრება ყურძნის ფრთხილი დაგემოვნებითა და მის სიმწიფეზე დაკვირვებით. საუკეთესო მტევნები ხელით ირჩევა, შემდეგ კი ყურძენი კიდევ ერთხელ გადის ოპტიკურ სორტირებას. ეს არის პროცესი, რომელშიც სიჩქარე არასოდეს ცვლის სიზუსტეს.

Harvest Experience სწორედ ამ დეტალების დანახვის შესაძლებლობას იძლევა.

მოგზაურობა ისტორიული ვენახებიდან Loge Montaigu-ს გარშემო იწყება. აქ Estate Manager Reynald Loiseau სტუმრებს 2026 წლის რთვლის პირველ შთაბეჭდილებებს უზიარებს. შემდეგ გზა Oiry-ისკენ გრძელდება, სადაც მოკრეფილი ყურძენი ბადაგად გარდაიქმნება, ხოლო Mont Aigu-ს მარანში უკვე შემდეგი ეტაპი იწყება - ალკოჰოლური ფერმენტაცია და ყურძნის დაღვინება.

ამ პროცესში ყველაზე საინტერესო სწორედ ის არის, რომ სტუმარი საბოლოო შედეგამდე მისულ ღვინოს კი არ აგემოვნებს, არამედ იმ ეტაპზე სინჯავს, როდესაც ის ჯერ კიდევ შექმნის პროცესშია.

6ba3c7ff-199a-416e-ac54-bbf3693f6d5e.jpeg 171.79 KB
ბუნება, როგორც პარტნიორი

Harvest Experience აქ არ მთავრდება. Fort Chabrol-ში, Moët & Chandon-ის მიერ 1900 წელს დაარსებულ პირველ კვლევით ცენტრში Harvest Experience სხვა მნიშვნელოვან თემას ეხება - ბუნებას.

აქ მდებარეობს Natura Nostra, Moët & Chandon-ის მასშტაბური ბიომრავალფეროვნების პროგრამა, რომლის მიზანიც Champagne-ის ვენახებში ეკოლოგიური დერეფნების შექმნაა.

2025 წლისთვის Moët & Chandon-მა უკვე 85 კილომეტრის სიგრძის ჰეჯი გააშენა თავის ვენახებში და პარტნიორ მევენახეებთან ერთად მუშაობა გააგრძელა. ეს მხოლოდ ლანდშაფტის ესთეტიკას არ ეხება - ჰეჯი ხელს უწყობს ნიადაგისა და წყლის დაცვას და იმ ეკოსისტემის შენარჩუნებას, რომლის ნაწილიც თავად ვენახია.

998b7e05-0098-4f93-b385-86ce889a2904.jpeg 297.57 KB
Château de Saran - როდესაც რთველი სუფრასთან გრძელდება

Moët & Chandon-ის გამოცდილება ვენახში არ სრულდება.

Harvest Experience-ის ერთ-ერთი ყველაზე დახვეწილი ნაწილი Château de Saran-ში გრძელდება - Moët & Chandon-ის ისტორიულ რეზიდენციაში, სადაც რთვლის ენერგია გასტრონომიის ენაზე ითარგმნა.

წლევანდელ გამოცდილებას განსაკუთრებული სტუმარი, ოსკაროსანი მსახიობი Jessica Chastain შეუერთდა, რომელმაც რთვლის პროცესშიც მიიღო მონაწილეობა და შემდეგ Château de Saran-ში გამართულ ვახშამს უმასპინძლა Benoît Gouez-თან, Moët & Chandon-ის Cellar Master-თან ერთად.

სუფრის მეორე მხარეს კი შატოს მთავარი შეფი - Jean-Michel Bardet იდგა. მის მიერ შექმნილი მენიუები თითოეული შამპანურის ხასიათზე იყო აგებული - Brut Impérial-იდან Grand Vintage-ისა და Collection Impériale-მდე. აქ თითოეული კერძის ინგრედიენტები შერჩეული იყო იმისთვის, რომ კონკრეტული შამპანურის არომატი, ტექსტურა და დეტალები უფრო მკაფიოდ გამოეხატა.

სწორედ აქ იკვეთება Moët & Chandon-ის ცოდნა, რომელიც მხოლოდ ღვინის შექმნას არ გულისხმობს. ეს არის ადამიანების, ადგილის, ბუნების, გასტრონომიისა და სტუმარმასპინძლობის ერთიანი კულტურა.

1b6fc2e3-e26c-4ca8-a190-e77785a0497f.jpeg 390.48 KB
დრო, რომელიც გემოდ გარდაიქმნება

Moët & Chandon 1743 წელს დაარსდა. მისი მთავარი პრინციპი უცვლელი დარჩა: საუკეთესო შედეგი იქმნება მაშინ, როდესაც ტრადიცია და მუდმივი ძიება ერთმანეთის საპირისპირო კი არა, ერთმანეთის გაგრძელებაა.

Harvest Experience-იც სწორედ ამ იდეას აერთიანებს.

ეს არ არის მხოლოდ რთველი, ეს არის პროცესი - ადამიანები, რომლებიც ყურძენს კრეფენ; მეღვინეები, რომლებიც მის გარდაქმნას აკვირდებიან; ბუნება, რომელიც ყოველ წელს განსხვავებულ პირობებს ქმნის; შეფები, რომლებიც ღვინის ხასიათს გასტრონომიაში თარგმნიან; და ბოლოს, სუფრა, სადაც მთელი ეს პროცესი ერთ საერთო გამოცდილებად იქცევა.

და რთვლის სეზონი სწორედ ის იშვიათი მომენტია, როდესაც ამ ყველაფრის დანახვა ჯერ კიდევ შესაძლებელია - მანამ, სანამ ბუნების ერთი წლის ისტორია საბოლოოდ ღვინოდ იქცევა.