რა ხდება მაშინ, როდესაც მოდის ჩვენება პოდიუმს ტოვებს და თეატრის სცენაზე გადადის? სწორედ ამ კითხვაზე პასუხია DZHABA-ს ახალი კოლექციის, „კონკიას სიკვდილის“ პროექტი, რომელიც მოდისა და თეატრის შეხვედრას სრულფასოვან სცენურ გამოცდილებად გარდაქმნის.

პერფორმანსი თეატრ სახელოსნო 42-ის სცენაზე იმართება და ტრადიციული Runway Show-საგან სრულიად განსხვავებულ ფორმატს გვთავაზობს. აქ ტანსაცმელი მხოლოდ კოლექციის ნაწილი არ არის - ის სცენური ნარატივის შემადგენელი ხდება. პერსონაჟების ხმები, პირადი ისტორიები და მათი ემოციური სამყარო DZHABA-ს ახალი კოლექციის ვიზუალურ ენას ერწყმის, ხოლო მოდა თეატრალური ამბის კიდევ ერთ გამომსახველ საშუალებად იქცევა.

778972686_122135581371146497_6006426780704556693_n.jpg 54.42 KB
„კონკიას სიკვდილი“ ზღაპრის ეკრანიზაცია ან კლასიკური კონკიას ისტორიის ახლებური ინტერპრეტაცია არ არის. მისი სახელწოდება უფრო მეტაფორაა - იმ მომენტზე, როდესაც ზღაპარი მთავრდება და მის მიღმა დარჩენილი რეალობა იწყება. სცენაზე მაყურებელი ხუთი ქალის პირად ისტორიებს ისმენს - ისტორიებს გადარჩენაზე, სილამაზეზე, ძალაუფლებაზე, მეხსიერებასა და ბრძოლაზე. ეს არის ამბავი იმაზე, თუ რას ვკარგავთ, რას ვინახავთ და რა რჩება მაშინ, როდესაც ბედნიერი დასასრული უკვე აღარ არის მთავარი.

ამ განსხვავებულ თეატრალურ გამოცდილებას განსაკუთრებული გაგრძელება Absolut-ის ჩართულობამ შესძინა. პროექტის პარტნიორი Absolut გახდა და თანამშრომლობის ფარგლებში პერფორმანსის სტუმრებისთვის სპეციალურად შერჩეული კოქტეილები შეიქმნა.

777851975_122135583417146497_6978654786642276440_n.jpg 110.17 KB
თუმცა აქაც მთავარი იდეა მხოლოდ სტუმრებისთვის სასმლის შეთავაზება არ ყოფილა. Absolut-ისა და „კონკიას სიკვდილის“ კოლაბორაციაში კოქტეილები თავად პერსონაჟების ხასიათის გაგრძელებად იქცა. ხუთ განსხვავებულ ქალს ხუთი განსხვავებული კოქტეილი შეესაბამებოდა - მათი პიროვნული ხასიათისა და განწყობის მიხედვით.

ამგვარად, პერსონაჟების აღმოჩენა სცენაზე არ სრულდება. სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ თითოეული მათგანი გემოს საშუალებითაც შეიგრძნონ -  პერსონაჟის ხასიათი კონკრეტულ კოქტეილს დაუკავშირონ და თეატრალური ნარატივს კიდევ ერთი, სენსორული განზომილება შესძინონ.

778957849_122135581923146497_9003992589140636080_n.jpg 60.42 KB
სწორედ აქ ხდება Absolut-ის მონაწილეობა განსაკუთრებით საინტერესო: ბრენდი უბრალოდ პროექტის სპონსორის როლში არ რჩება და სცენაზე შექმნილ სამყაროს საკუთარი ენით აგრძელებს. მოდა, თეატრი და კოქტეილის კულტურა ერთ სივრცეში იყრის თავს და ქმნის გამოცდილებას, რომელიც ტრადიციული მოდის ჩვენებისგან განსხვავებულად აღიქმება - აქ მაყურებელი მხოლოდ კოლექციას არ უყურებს, არამედ ისტორიაში შედის.

პერფორმანსში მონაწილეობენ: ნინო ბურდული, ბაია დვალიშვილი, ნინო კასრაძე, მანანა კოზაკოვა, ნატა მურვანიძე, ნატო გაგნიძე, ნათია ბუნტური და თინათინ წულაძე.

775260510_122135582805146497_6460694043510653111_n.jpg 78.35 KB
„კონკიას სიკვდილის“ მიმართ ინტერესმა კი მოლოდინს გადააჭარბა. წარმოდგენები თავდაპირველად მხოლოდ ორი დღის განმავლობაში იყო დაგეგმილი, თუმცა მოთხოვნის გამო პროექტის ავტორებმა დამატებით კიდევ ორი ჩვენება - 29 სექტემბერსა და 1-ელ ოქტომბერს - დანიშნეს.

„კონკიას სიკვდილი“ საბოლოოდ არა მხოლოდ ახალი კოლექციის ჩვენებაა, არამედ მცდელობა, ვიპოვოთ მოდის ჩვენების ახალი ფორმა - ისეთი, სადაც ტანსაცმელი პერსონაჟის ნაწილია, პერსონაჟი კი ისტორიის; სადაც თეატრი და მოდა ერთმანეთს ავსებს, ხოლო ბრენდის კოლაბორაცია ამ გამოცდილებას სცენის მიღმაც აგრძელებს.