ქართულმა მოდის ბრენდმა Situationist-მა Pernod Ricard-ის ბრენდ ამბასადორისთვის, ალექსანდრე ცაგურიასთვის ექსკლუზიური დიზაინის კოსტიუმი შექმნა. პროექტი აერთიანებს The Glenlivet-ისა და Chivas Regal-ის შთაგონებით შექმნილ დიზაინ-ელემენტებს, რომლებიც ბრენდების ვიზუალურ იდენტობას თანამედროვე მოდის ენაზე აცოცხლებს. კონცეფციის ავტორია Situationist-ის კრეატიული დირექტორი, ირაკლი რუსაძე, რომელმაც Chivas Regal-ისთვის - ბროში და აბრეშუმის ჯიბის ცხვირსახოცი, ხოლო The Glenlivet-ისთვის მაჯის აქსესუარები შექმნა. თითოეული დეტალი ბრენდის ხასიათს გადმოსცემს და კოსტიუმის საერთო იდეას აერთიანებს.
კოსტიუმი პრემიუმ ხარისხის ქსოვილისგანაა დამზადებული და მისი მთავარი მახასიათებელი მრავალფუნქციური დიზაინია. მისი ცვლადი დეტალები მფლობელს საშუალებას აძლევს, სამოსი სხვადასხვა ფორმით მოირგოს - კლასიკური, ოფიციალური იერსახიდან უფრო თავისუფალ, Smart Casual სტილამდე. სწორედ ეს მრავალფეროვნება აქცევს ნამუშევარს არა მხოლოდ სამოსად, არამედ დიზაინის გადაწყვეტად, რომელიც პრაქტიკულობასა და ესთეტიკას აერთიანებს.

ასევე სიმბოლურია, რომ ალექსანდრე ცაგურია დაესწრო Situationist-ის პირველი ფიზიკური მაღაზიის გახსნას, სადაც სტუმრებს სპეციალურად ამ დღისთვის The Glenlivet-ის ბაზაზე შექმნილი საავტორო კოქტეილები შესთავაზა. ამგვარად, თანამშრომლობა მხოლოდ ერთ კოსტიუმს არ მოიცავს - ის მოდის, თანამედროვე კულტურისა და გასტრონომიული გამოცდილების გადაკვეთის წერტილად იქცა.




დაწერე კომენტარი