საინტერესო კოლაბორაცია და განსაკუთრებული კამპანია - Chivas Regal x Arveladze Brothers  ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ უკავშირდება ბრენდის არსი და ადამიანების ისტორია ერთმანეთს და Chivas Regal-ის კონცეფციას ძმები არველაძეების გზასთან აერთიანებს. ძმობას, ერთად გადადგმულ ნაბიჯებსა და ერთიანობით მიღწეულ შედეგებზე დაფუძნებულ კამპანიას შემაჯამებელი, დასამახსოვრებელი საღამო მიეძღვნა. ენერგიულ, ემოციურ და საინტერესო საღამოს, სადაც იდეალურად იგრძნობოდა ვისკის ხასიათი, 30 იანვარს Radisson Red-მა უმასპინძლა. საღამოს გაიმართა კამპანიის პრეზენტაცია, სტუმრები Chivas Regal x Arveladze Brothers განხორციელების ეტაპებს და შედეგებს გაეცნენ.

76c71ef5-a5e6-4f72-8583-e1f1cac93646.jpeg 219.9 KB
დახურულ ღონისძიებაზე, რომელსაც 100-მდე ადამიანი ესწრებოდა, ასევე Chivas Regal-ის 12-, 15- და 18-წლიანი რელიზების დეგუსტაცია შედგა. საღამოს რენდომ პრინციპით 2 სტუმარს გადაეცა ძმები არველაძეების ხელმოწერილი ორი ბოთლი, რომელიც კამპანიის აღსანიშნავად შეიქმნა. ძმობისა და ერთობისადმი მიძღვნილმა საინტერესო და ორიგინალური კამპანიის დეტალურმა პრეზენტაციამ, დამახასიათებელმა ატმოსფერომ და ლეგენდარულმა ადამიანებმა საღამო დასამახსოვრებელ მოგონებად და დაუვიწყარ წუთებად აქციეს.
30714a92-4112-4d4c-9d1c-b5aecd2bfbf8.jpeg 238.8 KB
კამპანია ქართული ფეხბურთის ლეგენდების -  შოთა და აჩი არველაძეების წარმატების ისტორიას, მათი გამარჯვებამდე მიმავალი გზის შესახებ მოგვითხრობს. პროექტის კიდევ ერთი საინტერესო ნაწილია Chivas-ის მიერ გამოცემული სპეციალური, ექსკლუზიური გაზეთები, რომლებიც  გაფორმებულია ძმების ავტოგრაფებით. საკოლექციო გაზეთები ლიმიტირებული რაოდენობით გამოიცა და სიმბოლურად შეინახება ვისკის და ფეხბურთის მოყვარულთა კოლექციაში.
23956f27-7a28-46dc-8841-8356492d8405.jpeg 191.74 KB
Chivas Regal x Arveladze Brothers კამპანიის მთავარი იდეა და კონცეფცია ძმობას ეფუძნება და სიმბოლური ხასიათიც აქვს, რადგან როგორც არველაძეების, ისე Chivas Regal-ის ისტორიაც სწორედ ძმობით და წარმატებისკენ სწრაფვით იწყება. მე-19 საუკუნეში ჯეიმს და ჯონ ჩივასებმა, საერთო ხედვით და მჭიდრო, მარადიული კავშირით, თავიანთი სახელობის შერეული ვისკი შექმნეს, რომელმაც დროთა განმავლობაში დიდი წარმატება მოიპოვა და ვისკის მოყვარებულებისათვის ერთ-ერთ საყვარელ ბრენდად იქცა. აჩი და შოთი არველაძეების გზაც ამ ისტორიას ჰგავს -  საერთო ძალისხმევითა და უპირობო მხარდაჭერით, ისინი ერთდროულად იქცნენ ქართული სპორტის წარმატებულ სახეებად და ხალხის საყვარელ ფეხბურთელებად. შესაბამისად, არველაძეების დაუვიწყარი ტანდემი და ძმები Chivas-ების მსოფლიო აღიარება იდენტური ღირებულებების, მსგავსი ფილოსოფიის - ერთიანობისა და ურთიერთმხარდაჭერის სიმბოლოა. ბრენდისთვის ძმობა და ერთგულება ის მთავარი ენერგია და ძალაა, რომელსაც წარმატება მოაქვს.