Absolut ძლიერი და გამორჩეული ბრენდია, რომელიც უკვე წლებია მომხმარებლებს არა მხოლოდ არყის სრულყოფილი გემოთი, არამედ ძლიერი, კულტურულად რელევანტური კამპანიებით აყვარებს თავს. ბრენდმა 1979 წლიდან პრემიუმ არაყის მოხმარების კულტურა შეცვალა, შექმნა ახალი სტანდარტი და კონცეფცია, რომლის მიხედვითაც Absolut გართობასთან ერთად  მნიშვნელოვნად ასოცირდება ხელოვნებასთან.

rWP9m4JiNxbuq9fFxWpDTQ.jpg 358.92 KB
ბრენდი ძალიან ხშირად საკუთარ კამპანიებს თავად პროდუქტში აცოცხლებს, ბოთლებზე გადააქვს ლეგენდარული ხელოვანების ნამუშევრები და მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს უნიკალური, მრავალფეროვანი კოლექცია შეაგროვონ. ამის ნათელი მაგალითია 2025 წლის ლიმიტირებული გამოშვების ბოთლი, რომელიც კიტ ჰარინგთან კოლაბორაციით შეიქმნა და უკვე ხელმისაწვდომია საქართველოშიც.

1980-იან წლებში კიტ ჰარინგმა თავისი ნამუშევრები ნიუ-იორკის ქუჩებსა და მეტროებში გამოიტანა იმ რწმენით, რომ „ხელოვნება ყველასთვისაა“. Absolut-ის კამპანია სწორედ ამ კონცეფციას ეფუძნება და 1986 წლის ნამუშევარს აცოცხლებს. როგორც კიტ ჰარინგმა ხელოვნება გალერეებიდან ქუჩებში გადმოიტანა, Absolut-მა თავსი ხელოვნება მომხმარებლის ხელში მოაქცია - გასაზიარებლად, გასართობად და დაუვიწყარი მომენტების შესაქმნელად. "მეტროდან ქუჩებამდე, შენობების სახურავებიდან ქალაქის მოედნებამდე, ხელოვნება ყველგანაა. ხელოვნება მოძრაობაა. ხელოვნება დემოკრატიაა. ხელოვნება ყველასთვისაა."

1986 წელს ენდი უორჰოლის რეკომენდაციით, კიტ ჰარინგი გახდა მეორე არტისტი, რომელმაც Absolut-თან ითანამშრომლა. ჰარინგმა შექმნა ოთხი ნამუშევარი, რომელთაგან ერთ-ერთი Absolut-ის კამპანიის მთავარ ვიზუალად იქცა. დღეს, თითქმის 40 წლის შემდეგ, Absolut ჰარინგის ხელოვნებას ახალ თაობას ხელახლა წარუდგენს. Absolut Haring Artist Edition ხელოვნების ნიმუშია, რომელიც შეიძლება ნებისმიერი ადამიანის საკუთრება და კოლექციის უნიკალური ნაწილი გახდეს.

Absolut x Keith Haring ბოთლში მოთავსებულია Absolut-ის არაყი, რომლის ეტიკეტზეც გამოსახულია ჰარინგის ხელწერით შექმნილი ვიზუალი, 1986 წლის ნახატის ფიგურები, შვედეთის კულტურაზე მინიშნებით. მედალიონზე წარმოდგენილია L.O. Smith-ის ჰარინგისეული ინტერპრეტაცია. ბოთლის თავსახურს ამშვენებს კიტ ჰარინგის ხელმოწერა, ხოლო უკანა მხარეს დატანილია 1996 წლის Absolut Haring-ის რეკლამა, პროდუქტის ისტორია და სპეციალურად შექმნილი QR კოდი, რომელსაც მომხმარებელი ბრენდის ოფიციალურ ვებგვერდზე გადაჰყავს, სადაც Absolut Haring-ის ფერად სამყაროს აღმოაჩენთ.