გასტრონომიის მოყვარულთათვის თიბისი კონცეპტს ახალი შეთავაზებები აქვს, რომლის ფარგლებშიც თბილისის 10-მდე საკვებ ობიექტში ფასდაკლებებით ისარგებლებთ. შერჩეული კაფე-რესტორნებიდან მარია გიორგობიანი თავისი საყვარელი კერძების, დესერტებისა და სასმელების რეკომენდაციას გვიზიარებს. შეთავაზება 15- და 20%-იანი ფასდაკლება ვრცელდება ისეთ ობიექტებში, როგორებიცაა რესტორანი 47, წისქვილი ტერასა, რესპუბლიკა/რესპუბლიკა 24, ფილინი, ბრეტონი, მელოგრანო, უმამი და სვის კაფე/Swiss Cafe. ჩამოთვლილ კაფეებსა და რესტორნებში აღმოაჩენთ როგორც ქართულ, ისე ევროპულ და აზიურ სამზარეულოს, კაფეებს დღის დასაწყებად, საუზმისა და დილის ყავისთვის, გემრიელი ლანჩისთვის, საქმიანი შეხვედრებისთვის, მყუდრო და კომფორტული ვახშმისთვის და მეგობრებთან ერთად დროის გასატარებლად. შეთავაზება ვრცელდება შემდეგ სადებეტო ბარათებსა და მათ ციფრულ ანალოგებზე: TBC Concept Visa Platinum, Visa Signature, MC World Elite.Othq1n20QOmb8AOs8oaLnQRdeQEwKAJ9Avqm8pBO (1).jpg432.93 KBმარია გიორგობიანი: ‘’რესტორან 47-ის ევროპული მენიუდან გამოვარჩევდი ყვავილოვან კომბოსტოს ფსტის სოუსით და ორაგულის ტარტარს გუაკამოლეს ბალიშზე. ქართული მენიუდან ჩემი საყვარელი კერძებია - გოჭი კორკოტითა და ალუბლის სოუსით და დესერტი მილფეი.’’ რესტორანი 47 სოლოლაკში, კოტე აფხაზის 47-ში მდებარეობს და ქართულ-ევროპულ სამზარულოს აერთიანებს. აქ თითოეული კერძი მხოლოდ სეზონური, ორგანული და ჯანსაღი ინგრედიენტებით მზადდება და მათი უმეტესობა მომხმარებლის თვალწინ, ღია ღუმელში, ნაკვერჩხალსა და შეშაზე მზადდება.6.jpg.jpg583.55 KB"წისქვილი ტერასას მენიუდან ჩემი საყვარელი კერძებია - დამარინადებული პომიდორი ფუჩხოლიით, ტაფის ჩებურეკი და ნელი მომზადების საქონლის ნეკნები. აქვე გირჩევთ დესერტს - შოკოლადის ტარტს ფსტით და კოქტეილს - Cherry is a flower." ქართული კულინარიული ტრადიციების შერწყმა თანამედროვე გემოებთან - წისქვილი ტერასა ზვიად გამსახურდიას სანაპიროს 80-ში მდებარეობს. რესტორანი სტუმრებს ქართული კერძების მრავალფეროვან მენიუს სთავაზობს, რომელსაც თბილისის პანორამული ხედების ფონზე, ვრცელ ტერასაზე დააგემოვნებთ.485152010_1053055430187838_5626207258268352084_n.jpg372.6 KB‘’რესპუბლიკის მენიუდან გამოვარჩევდი ხინკალს, ბადრიჯანს პესტოს სოუსით და რაჭული ლორის დაფას. აქ სტუმრობისას ასევე მივირთმევ ლაღიძის წყალს შოკოლადით.’’ რესტორანი რესპუბლიკა პირველი რესპუბლიკის მოედანზე მდებარეობს, სადაც 11:00-15:00 საათზე გვიანი საუზმის მენიუ დაგხვდებათ, ხოლო 11:00-00:00 საათზე ვახშმის მენიუ. გარდა ქართული და იტალიური სამზარეულოსი, რესტორანი გვთავაზობს სპეციალურ მენიუსაც, რომლის კერძებიც პარიზის ცნობილი Rungis Market-ან ჩამოტანილი უახლესი, პრემიუმ ხარისხის ინგრედიენტებით მზადდება.106179767_10157648737282893_793920098079144319_n.jpg133.02 KB‘’ფილინის კერძებს შორის გირჩევთ დააგემოვნოთ ვიტელო ტონატო, გოგრის რავიოლი, რიგატონი ბოლონეზე, დესერტებიდან კი კანოლი ფსტის და ნადუღის კრემით. ფილინის სასმელებს შორის ჩემთვის ყველაზე საყვარელია ესპრესო მარტინი’’. რესტორანი და ბარი ფილინი სასტუმრო რედისონში მდებარეობს და იტალიელი შეფმზარეულის მატეო ბოიფავას სპეციალური რეცეპტებით მომზადებულ კერძებს, ხმელთაშუა ზღვის გამორჩეულ სამზარეულოსა და სასმელების - კოქტეილებისა და ღვინის მრავალფეროვან მენიუს აერთიანებს. 473804318_122211278996208461_3565515443861866557_n.jpg1.02 MB‘’ბულანჟერია ბრეტონში ჩემი საყვარელი საუზმე არის ბრეტონული გალეტი კვერცხით, დესერტებიდან კი გრანულას და ესპრესო ტონიკს გამოვარჩევდი’’. ბულანჟერია ბრეტონი დღის დასაწყებად ერთ-ერთი გამორჩეული და მყუდრო ადგილია, აქ შეფმზარეულ ბენუა კასტელის რეცეპტებით შექმნილი საკონდიტრო ნაწარმი და ბიოორგანული ინგრედიენტებით მომზადებული, მრავალფეროვანი პურ-ფუნთუშეული დაგხვდებათ. ბრეტონში ათზე მეტი დასახელების პური და 15-ზე მეტი სახეობის ფუნთუშა ცხვება.IMG_0959.jpeg704.82 KB‘’მელოგრანოს იტალიური სამზარეულოდან გამოვყოფ პიცა პეპერონს, ასევე ძალიან მიყვარს თხის ყველის სალათა’’. რესტორანი მელოგრანო შევჩენკოს ქუჩის 1-ელში მდებარეობს და როგორც ქართულ და იტალიურ ტრადიციულ სამზარეულოს, ისე რესტორნის მზარეულების მიერ მომზადებულ საფირმო კერძებს აერთიანებს. მელოგრანოში ასევე შეძლებთ ნატურალური ქართული ღვინოების სხვადასხვა სახეობის დაგემოვნებას. 1669041320-umami-612c0dfc0e62b.jpg377.61 KB‘’რაც შეეხება უმამს, გირჩევთ დააგემოვნოთ კრევეტების ტემპურა, თინუსის ტატაკი, Tiger roll. დესერტებიდან გამოვყოფდი მატჩას შემწვარ ჩიზქეიქს ლაიმით, სასმელებიდან კი Passion Fruit-ის ლიმონათსა და კოქტეილს - HEMINGWAY DAIQURI.” ისევე როგორც ფილინი, რესტორანი უმამიც სასტუმრო რედისონშია განთავსებული და მრავალფეროვან აზიურ სამზარეულოს შემოგთავაზებთ. უმამიში დაგხვდებათ სუშის ნაკრებები, სხვადასხვა სახეობის როლები, აპეტაიზერები, საშიმი, ნაგირი და იაპონური ალკოჰოლური სასმელები. IMG_0963.jpeg571.59 KB‘’სვის კაფედან გირჩევთ ქოქოსის, ვანილისა და მარწყვის მილქშეიკს, პარიზული ნუშის კრუასანს, გარგარისა და თხილის მაფინს და ყავას - მოკა ეთიოპიიდან.’’ სვის კაფე სოლიკო ვირსალაძის 3-ში მდებარეობს და დღის ნებისმიერ მონაკვეთში გიმასპინძლებთ უგემრიელესი სასმელით, უამრავი სახეობის, ერთმანეთისგან განსხვავებული ყავითა და ჩაით, მრავალფეროვანი დესერტებით და მყუდრო, კომფორტული გარემოთი.
დაწერე კომენტარი