თიბისი კონცეპტმა Veli.store-ზე განსაკუთრებული საგაზაფხულო შეთავაზება მოამზადა. 28-29 აპრილს ციფრულ პლატფორმაზე შოპინგისას თიბისი კონცეპტის მომხმარებლები თანხის 30%-ს, მაქსიმუმ 200 ლარს დაიბრუნებენ. Veli.store-ის პროდუქცია მრავალფეროვანია და ნებისმიერი ინტერესის მქონე ადამიანი სასურველ ნივთს სხვადასხვა კატეგორიიდან მარტივად იპოვის, გიზიარებთ 10 ნივთის რეკომენდაციას Veli.store-იდან. 

ariete_image.jpg 54.7 KB

ყავის აპარატი Ariete 1389

ვისთვისაც ყავა დღის განუყოფელი ნაწილია, მათთვის ძალიან გამოსადეგი ნივთია Ariete 1389 ყავის აპარატი, რომელიც გემრიელ და არომატულ ყავას - ესპრესოს და კაპუჩინოს ამზადებს. კომპაქტური და ვინტაჟური დიზაინის ყავის აპარატი მოსახერხებელია ნებისმიერ სივრცეში დასადგამად, სწრაფად და მარტივად, უმოკლეს დროში ამზადებს ყავას, პარალელურად შეუძლია რძის ამოყვანა და ერთდროულად ამზადებს ორ ჭიქას. 


Byredo_Bal_Dafrique_EDP_100mL_Feeling-1.jpg 359.25 KB

Byredo Bal D'Afrique - უნისექს სუნამო         

Veli.store-ზე ცნობილი პარფიუმერული ბრენდის, Byredo-ს ფართო არჩევანია წარმოდგენილი, მათ შორის ერთ-ერთი ბესტსელერი სუნამო Bal D'Afrique, რომელიც ციტრუსოვანი ბერგამოტის, ტკბილი ფორთოხლის ყვავილისა და ეგზოტიკური ვეტივერის ნაზავს წარმოადგენს. მრავალმხრივი, ციტრუსოვანი სურნელი განსაკუთრებით უხდება თბილ ამინდებსა და გაზაფხულს.

07c51ecadd7a8f6a375ea4855581ba2c.jpg 81.15 KB

Marshall Woburn III პორტატიული დინამიკი 

დახვეწილი სტილის, რეტრო დიზაინის პორტატიული დინამიკი - Marshall Woburn III ნებისმიერი ზომის და აკუსტიკის მქონე სივრცეში გადმოსცემს მოცულობით, მკაფიო და სუფთა ხმას. დინამიკი მოსახერხებელია ნებისმიერ ადგილას მარტივად წასაღებად, აქვს სადენიანი და უსადენო კავშირის შესაძლებლობა და Bluetooth-ის შეუფერხებელი კავშირი რამდენიმე მოწყობილობასთან. 

tumbnail_f4b909ee-b0b5-4748-a70e-2f86f35b308f.jpg 82.95 KB

Fujifilm Instax Mini EVO  

ყოველდღიური მომენტებისა და დასამახსოვრებელი მოგონებების აღსაბეჭდად, Veli.store-ზე Fujifilm Instax Mini EVO ფოტოაპარატს შეიძენთ, რომელიც სულ რამდენიმე წამში ბეჭდავს სუფთა და მკაფიო ფერის ფოტოებს. მსუბუქი კორპუსის მქონე, დახვეწილი დიზაინის ფოტოაპარატს აქვს სხვადასხვა ეფექტი, სურათების დამუშავების შესაძლებლობა და სელფის გადაღების ფუნქცია.

WhatsApp_Image_2024-09-30_at_15.54.04_2048x.jpeg 25.6 KB

BLOOM, იოგას ნაკრები 

Yoga Training Set       ვარჯიშის და იოგას მოყვარულებისთვის კარგი არჩევანია BLOOM-ის იოგას ნაკრები, რომელიც იოგა მატს, ორ ცალ სპეციალურ კუბს, პირსახოცსა და ქამარს აერთიანებს. კომპლექტი თეთრ, ვარდისფერ და ლურჯ ფერებშია წარმოდგენილი. 

5111800000003-3.jpg 69.19 KB

Masks კვარცის ნაკრები - როლერი და გუაშა      

სახის კანის მოვლის რუტინაში ჩასართავად შეგიძლიათ Masks-ის კვარცის ნაკრები, როლერი და გუაშა შეიძინოთ, რომელსაც მრავალი სასარგებლო თვისება აქვს. 100% ნატურალური კვარცის მინერალური ქვისგან დამზადებული სახის მასაჟორი - როლერი და გუაშა ამცირებს ნაოჭებს, აჯანსაღებს კანს, აქრობს თვალის გარშემო შავ წრეებს, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, ხსნის დაღლილობასა და სტრესს სახის კანზე. 

47217590358021.jpg 231.59 KB

The Why Not Gift Shop, ლუკ ბარტონი ‘’Plea(se)’' - პრინტი ფურცელზე მხატვარ ლუკ ბარტონისგან                                                

The Why Not Gift Shop ახალგაზრდა ხელოვანების პოპულარიზაციის მიზნით, ხელოვანებთან კოლაბორაციით ლიმიტირებული რაოდენობის ნივთებს აწარმოებს, ძირითადად კი სახლის დეკორატიულ პროდუქტებს. Veli.store-ზე წარმოდგენილია მხატვარ ლუკ ბარტონთან თანამშრომლობით შექმნილი პრინტები ფურცელზე, რომლებიც გამოფენის, "მამაენას" ფარგლებში შეიქმნა. 

4003686416703-1.jpg 209.37 KB

Villeroy & Boch ლარნაკი                             

 გაზაფხული განახლებისთვის და სახლის ინტერიერში სიახლეების შესატანად იდეალური დროა, ამ სეზონზე ინტერიერს განსაკუთრებულად მოუხდება გერმანული ბრენდის, Villeroy & Boch-ის დახვეწილი ლარნაკი, რომელიც პრემიუმ მასალისგან არის დამზადებული და გამოიყენება როგორც ყვავილების ჩასაწყობად, ისე დეკორატიულ აქსესუარად. 

112824852alt3 copy.jpg 131.44 KB

ფირსაკრავი Pro-Ject E1 Phono                           

 სახლში კიდევ უფრო მეტი სიმყუდროვის და კომფორტის შესატანად გამორჩეული ნივთია ფირსაკრავი. Pro-Ject E1 Phono სრულად ავტომატური ფირსაკრავია, რომელსაც დახვეწილი და ესთეტიკური დიზაინი აქვს. ფირსაკრავი გამოირჩევა მაღალი ხარისხის მასალებისგან დამზადებული კორპუსითა და ძრავით, ავტომატურად მართავს სიჩქარეს და გადმოსცემს მაღალი ხარისხის მუსიკას. 

KO2023KTST.jpeg 160.01 KB

Bareuli ბარის აქსესუარების ნაკრები ბამბუკის სტენდით

  თუკი სახლში კოქტეილის მომზადება გადაწყვიტეთ, Veli.store-ზე დაგხვდებათ Bareuli-ის ბარის აქსესუარების ნაკრები ბამბუკის სტენდით, რომელიც აერთიანებს შეიქერს, კოქტეილის საწურს, 2 ცალ გეიზერს, ბარის პინცეტს, კოქტეილის საჭყლეტს, ჯიგერსა და ბარის კოვზს. ნაკრებში ყველაფერია იმისათვის, რომ სახლში თქვენთვის სასურველი კოქტეილი მოამზადოთ.