Louis Vuitton-მა ნიკოლას გესკიერის შემოქმედებითი ხელმძღვანელობით, ახალი - 2026 წლის კრუიზული, შუა საუკუნეების თეატრით შთაგონებული კოლექცია წარადგინა. ჩვენება, რომელშიც ქართველი მოდელი მატილდა გვარლიანი მონაწილეობდა, საფრანგეთის ქალაქ ავინიონში, შთამბეჭდავი არქიტექტურითა და მრავალწლიანი ისტორიით ცნობილ Palais des Papes-ში - რომის პაპების რეზიდენციაში გაიმართა, რომელიც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი და ერთ-ერთი უდიდესი სასახლეა ევროპაში. ავინიონის ისტორიულმა ნაგებობამ 1335 წელს, პაპ ბენედიქტ XII-ის დროს, პირველად უმასპინძლა მოდის ჩვენებას,  შედეგად კი მოდის, ისტორიისა და არქიტექტურის სინთეზი ვიხილეთ. 

ნიკოლას გესკიერმა ეს ისტორიული ადგილი შეარჩია იმისათვის, რომ ხაზი გაესვა მოდის სახლის ერთგულებას კულტურული მემკვიდრეობისადმი. მისი მიზანი იყო შეექმნა დიალოგი თანამედროვე მოდასა და შუა საუკუნეების არქიტექტურას შორის. გარდა ამისა, ის პირველად სასახლეში 2000 წელს იმყოფებოდა, როცა ნაგებობა ხელოვნების გამოფენას მასპინძლობდა, მას შემდეგ კი უნიკალური არქიტექტურით აღფროვანებული გესკიერი, 25 წლის შემდეგ, სანახაობრივი ჩვენებით დაბრუნდა სასახლეში. 

5f705c84-a81d-44d1-a555-deabf8a6f01f.jpeg 223.83 KB
ახალი კოლექცია წარმოადგენს შუა საუკუნეებით შთაგონებული სილუეტებისა და თანამედროვე დიზაინერული ელემენტების ერთიანობას. კოლექციაში ვხვდებით მეტალის კოსტიუმებს, ტყავის ქურთუკებსა და ჩექმებს, ასიმეტრიულ სილუეტებს, ნაქსოვ, ნაქარგებითა და ბრჭყვიალა დეტალებით გაფორმებულ სამოსს. 


ფოტოს წყარო: Louis Vuitton, Vogue Runway