ამბასადორი თბილისის ახალი სივრცე - Mozaiko Terrace, 15 ივნისს, Moët-თან ერთად განსაკუთრებულ ვახშამს მასპინძლობს. Taste of Summer - თბილისური ხედების ფონზე, ჭიქა მოეტთან და შესაფერის მენიუსთან ერთად, ზაფხულის მოსვლას აღნიშნავს და სტუმრებთან ერთად, სპეციალურად ამ დღისთვის მომზადებული კერძებით ზეიმობს.
ვახშმის სტუმრებს Moët & Chandon Brut-ის ჭიქა და მასთან შეხამებული მენიუ - სტარტერი, მთავარი კერძი და დესერტი დახვდებათ. რესტორნის შეფ-მზარეულმა მენიუ ზაფხულისა და ჭიქა Moët-ის შთაგონებით, სპეციალურად ვახშმის სტუმრებისთვის დაამუშავა. Mozaiko Terrace-ზე თითოეული კერძი უზადო ტექნიკითა და ინგრედიენტის პატივისცემით მზადდება, რაც დაუვიწყარ გასტრონომიულ გამოცდილებას განაპირობებს.
ვახშამი ტერასაზე 15 ივნისს, 19:00-ზე დაიწყება, ადგილის დასაჯავშნად კი მიწერეთ ჰოსტესს ფეისბუქ გვერდზე.
დაწერე კომენტარი