ჭავჭავაძის გამზირზე, Axis Towers-ში დახვეწილი დიზაინის მქონე პრემიუმ ველნეს ცენტრი მდებარეობს. Axis Towers Wellness Center ერთ სივრცეში ქმნის სრულყოფილ ველნეს გამოცდილებას და აერთიანებს სპორტულ დარბაზს, აუზს, რამდენიმე ტიპის საუნას, ორ ჯაკუზს, ტერასას, კაფე-ბარს ჯანსაღი მენიუთი და საპროცედურო ოთახს სხვადასხვა სარელაქსაციო და გამაჯანსაღებელი პროცედურებით. შესაბამისად, აქ დაგხვდებათ ყველაფერი ის, რაც სხეულს და გონებას ერთდროულად სჭირდება, შეძლებთ როგორც განტვირთვასა და იდეალური დასვენების დღის მოწყობას, ისე ვარჯიშს და ჯანსაღი სამზარეულოს დაგემოვნებას. a1105f52-31ad-4e01-b5be-4703aeaac373.jpeg495.58 KBველნეს ცენტრში მდებარე 25-მეტრიანი აუზი იდეალურია ნებისმიერ სეზონზე, რადგან აქვს მოძრავი შუშის კონსტრუქციით გადახურვა. აქვე შესაძლებელია 3 ტიპის საუნით სარგებლობა - მცენარეული, ორთქლის და ფინური, ეს უკანასკნელი ხელს უწყობს განტვირთვას და აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას; მცენარეული საუნა ბუნებრივი ექსტრაქტებით გაჯერებული სივრცეა, რომელსაც აქვს განსაკუთრებული, დამამშვიდებელი ეფექტი სხეულსა და გონებაზე. რაც შეეხება დაბალი ტემპერატურისა და მაღალი ტენიანობის ორთქლის საუნას, ის კანის წმენდასა და ორგანიზმიდან ტოქსინების გამოდევნას უწყობს ხელს. 92e69654-a0fe-421e-9a9c-c6b4dfaff669.jpeg143.64 KBაქვეა საპროცედურო ოთახიც, სადაც შესაძლებლობა გაქვთ თქვენზე მორგებული ინდივიდუალური სარელაქსაციო თუ გამაჯანსაღებელი პროცედურები გამოცადოთ. საპროცედურო ოთახი ასევე მოიცავს თერაპიულ მასაჟებს სტრესის განეიტრალებისა და ენერგიის დასაბალანსებლად. პროფესიონალურ მეთოდებზე დაფუძნებულ მასაჟებს წინ მოკლე კონსულტაცია უძღვის, რომლითაც სერტიფიცირებული მასაჟისტები მომხმარებლის საჭიროებებს განსაზღვრავენ და ოპტიმალურ გეგმას ადგენენ, მსგავსი მიდგომით ველნეს ცენტრის ყოველი პროცედურა პერსონალურ სესიად და გამორჩეულ გამოცდილებად იქცევა.00c1edd9-0491-4842-b414-4cbeebe3b831.jpeg608.63 KBველნეს ცენტრი გამოირჩევა სპორტული მიმართულებითაც - მრავალფუნქციური სავარჯიშო დარბაზი აღჭურვილია „ტექნოჯიმის“ უახლესი მოდელის ტრენაჟორებით, დიდი სივრცითა და პანორამული ხედებით, ტერასითა და მოსასვენებელი ზონით, რათა დარბაზის წევრებმა მაქსიმალური სიამოვნება მიიღონ ვარჯიშისას. სპორტული სივრცე მომხმარებლებს კარდიო ზონას, პილატესს, იოგასა და კრივის სამოყვარულო რინგს სთავაზობს. დარბაზი აერთიანებს როგორც ჯგუფურ ვარჯიშებს, ისე პერსონალურ გაკვეთილებსა და ინდივიდუალურ პროგრამას, რომელსაც სერტიფიცირებული ფიტნეს-ინსტრუქტორები უძღვებიან.a7daa060-ce6a-4664-99a3-bbb85c878eb7.jpeg449.18 KBAxis Towers Wellness Center დიდ მნიშვნელობას ანიჭებს სტუმრების ჯანსაღ კვებას, ამიტომაც სივრცეში კომფორტული, მყუდრო და დახვეწილი კაფე-ბარი დაგხვდებათ, რომელიც მრავალფეროვანი კერძებით გამოირჩევა. მენიუ ეფუძნება მსუბუქ და ნუტრიენტებით მდიდარ, ცილოვან და დაბალკალორიულ კერძებს, სპეციალურად დაბალანსებულ რაციონებს, სიჯანსაღისა და გემოს ბალანსის პრინციპით შერჩეულ ინგრედიენტებს, აქვე შეგიძლიათ დააგემოვნებთ სეზონური ფრეშები და სმუზები.
დაწერე კომენტარი