ადგილი, რომელიც ფილარმონიის აფიშებზე შემონახულ ისტორიას, თბილისის კულტურული ცხოვრების ამბავს გვიყვება და თეატრისა და კინოს სამყაროში გვამოგზაურებს - დედაქალის შუაგულში და ერთ-ერთი მთავარი გამზირის დასაწყისში სასტუმრო “აფიშა” გაიხსნა, რომელიც მის სახელწოდებას უნიკალურ ინტერიერში, განსხვავებულ კონცეფციასა და თეატრალურ ხასიათში თარგმნის და სტუმრებს სრულიად ახალ, განსაკუთრებულ და საინტერესო გამოცდილებას სთავაზობს. 60-70-იანი წლების თეატრის, ოპერისა თუ საკონცერტო დარბაზის მინიმალისტური ელემენტების შერწყმა რეტრო-ფუტურისტულ დიზაინერულ ხელწერასა და ინტერიერის ევროპულ, ამერიკულ ხასიათთან, ისტორიისა და თანამედროვეობის სინთეზს ქმნის, რომლითაც “აფიშა” იდენტობას და განსაკუთრებულ ღირებულებებს გამოხატავს.
d9e1f57e-fbbd-4db1-94e3-0ca03111c8c3.jpeg360 KB“აფიშის” კონცეფციასა და ხასიათზე თავდაპირველ შთაბეჭდილებას სწორედ მისი ადგილმდებარეობა გვიქმნის, რომელმაც სასტუმროს სახელწოდებაც განაპირობა - ექსტერიერისა და ინტერიერის კონცეპტუალური დიზაინით გამორჩეული სივრცე თბილისის კულტურულ ცენტრში, სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის - ფილარმონიის გვერდით არის განთავსებული, გამზირზე, სადაც რუსთაველის ეროვნული თეატრი და არაერთი სახელოვნებო მუზეუმი მდებარეობს. “აფიშა” ერთ სივრცეში აერთიანებს ქალაქის შემოქმედებით ისტორიას და ნებისმიერი დიზაინერული გადაწყვეტით, ყოველი დეტალით - თემატიკის შესაბამისი ნივთით, დეკორაციით და დიზაინის ობიექტით, გარშემო დატრიალებული სურნელებით, ფონური მუსიკითა და ფერების შეხამებით - ხაზს უსვამს ხელოვნებისადმი პატივისცემასა და სიყვარულს.7a4853d1-5f36-4f09-a8c1-f8b3e407297c.jpeg367.21 KB
ესმა ხეცურიანი, “აფიშის” ინტერიერის დიზაინერი:
‘’სასტუმრო “აფიშა” მელიქიშვილის გამზირზე, ფილარმონიის გვერდით მდებარეობს, რაც როგორც მისი სახელწოდების, ისე კონცეფციისა და დიზაინის თავდაპირველი განმსაზღვრელი ფაქტორი და ამომავალი წერტილია. პირველად სწორედ ამ ადგილმდებარეობამ დამაფიქრა და საკუთარ თავს დავუსვი კითხვა, თუ რა შეიძლება გამოვიტანოთ ფილარმონიიდან გარეთ და პასუხად მივიღე, რა თქმა უნდა, აფიშა... ეს სიტყვა ხომ თავის თავში საუკუნეების ისტორიას, უამრავ ამბავს, მთელ კინემატოგრაფიას, ოპერას, სპექტაკლებსა და არაერთ სახელოვნებო დარგს აერთიანებს. სწორედ აფიშიდან გამომდინარე, მისი წაკითხვის შემდეგ შედიხარ ფილარმონიაში, ოპერაში, თეატრსა თუ კინოში… ჩვენი ინტერიერის დიზაინიც სწორედ ამ თეატრალური ხასიათის - აფიშის ირგვლივ განვრცობილ არტისტულ ელემენტებს აერთიანებს და ყველა დეტალით ხელოვნებას უსვამს ხაზს.
05bc2f39-3a21-43a7-a624-3622732b4478.jpeg184.73 KB‘’აფიშის’’ ინტერიერში უამრავ საინტერესო პარალელს აღმოაჩენთ - იქნება ეს სასტუმროს ნომრები, რომლებიც თავისი დიზაინით გადაწყვეტილია ისე, როგორც საგრიმიორო ოთახები, თუ რესტორნისა და მისაღების სივრცეებში ჭერიდან იატაკამდე დაკიდებული, გრძელი ვერცხლისფერი ფარდები, რომლებიც ფილარმონიის კონცერტებზე, საესტრადო შემსრულებლების ვერცხლისფერ კოსტიუმებს, კაბებსა და ფარდებს გვახსენებს. ასევე, მრგვალი, მარმარილოს ზედაპირიანი მაგიდა და კოლონისებრი სადგამები, რაც ფილარმონიის ინტერიერს ეხმიანება, ხელის გამოსახულების ლარნაკები, რომელსაც წითელი მიხაკები უჭირავს და აპლოდისმენტების ასოციაციას იწვევს - “აფიშაში” სცენის მაგივრად სამზარეულო იშლება, რომელსაც, ისევე როგორც კულისებს, გვერდებზე შავი ფარდები აქვს, კერძების მომზადების და ფუსფუსის დროს გამოწვეული ხმები კი წარმოდგენისთვის მზადების პროცესს მოგაგონებთ.
სპექტაკლის მოქმედებებს შორის, ანტრაქტის დროს, განსაკუთრებით წლების წინ, შამპანურის კულტურა იყო დამკვიდრებული - შესვენებაზე გამოსული სტუმრები შამპანურით აღნიშნავდნენ საღამოს, სწორედ ეს ფაქტი აღმოჩნდა ჩემთვის კიდევ ერთი შთაგონების წყარო და ასე დაიბადა სასტუმროში არსებული “შამპან-ბარის” იდეა, ვერცხლისფერი ფარდების ფონზე “შამპან-ბარის” სტუმრები სხვადასხვა სახეობის შამპანურს აგემოვნებენ და დროში მოგზაურობენ… “აფიშის” ყველა სივრცე, თავისი დეტალებით, დროში მოგზაურობის და სხვა სამყაროში გადასვლის ნაწილია, მათ შორის ლიფტის ზონები - ყველა სართულზე შეხვდებით Street Art-ის მიმართულებას, რომელიც თეატრალური საწყობების ასოციაციას ქმნის, სადაც უამრავ წარწერას და ნახატს შეხვდებით, ეს განსაკუთრებული ხასიათი “აფიშის” ლიფტებშიც იგრძნობა და ყველა სივრციდან გამოსვლის შემდეგ, განსხვავებული განწყობის მიხედვით შესრულებულ ნამუშევრებს ნახავთ.
affbf26b-e137-4af4-8058-e1a0c9280db3.jpeg243.98 KBსაბოლოო ჯამში, სასტუმროს ნებისმიერი დეტალი აფიშის ირგვლივ ტრიალებს, აქ დატრიალებული სურნელიც კი, არომატი, რომელიც ძველი სუნამოების, ხავერდის, ყვავილების, ტუჩსაცხებისა და პუდრების სინთეზს ქმნის... ცნობილი კინოფილმებიდან გაცოცხლებული ფონური მუსიკა, ინტერიერი, თვალსაწიერი, ხედვა, გემო, სურნელება და ამ ყველაფერთან დაკავშირებული შეგრძნებები არის ის, რაც ქმნის “აფიშას”...”6a432af9-d961-4a00-aecc-f1c3d0d37541.jpeg372.65 KBსასტუმრო “აფიშა”, 118 ნომერთან ერთად, სტუმრებს რამდენიმე ძირითად სივრცეს სთავაზობს და განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს გასტრონომიულ მიმართულებას, აქ დაგხვდებათ რესტორანი, ღვინის ოთახი და რუფტოპ-ბარი - თითოეული უნიკალური დიზაინით, სამზარეულოს მრავალფეროვნებით და ინტერიერის არტისტული დეტალებით. სასტუმროს პირველ სართულზე განთავსებულია რესტორანი ‘’აფიშა-ბრასერია’’, რომელიც ქართულ და ევროპულ სამზარეულოს გამორჩეულ კერძებსა და დესერტებს აერთიანებს. აღსანიშნავია საქართველოში პირველი ‘’შამპან-ბარის’’ სასტუმროში მდებარეობაც, სადაც ფრანგული შამპანურების მრავალფეროვანი არჩევანია წარმოდგენილი. “აფიშის” ბოლო სართულზე 70-80-იანი წლების დისკოს სამყაროთი შთაგონებული Bubble Bar დაგხვდებათ, რომელიც დახურულ და ტერასულ სივრცეებს მოიცავს და თავისი დიზაინით, სპეციალური კოქტეილებითა და დამახასიათებელი მუსიკით, დაუვიწყარ გარემოს და საზეიმო განწყობას ქმნის. ესთეტიკური, კრეატიული, მრავალფეროვანი და ნებისმიერი ადამიანისთვის შთამაგონებელი “აფიშა” ახალ ისტორიას წერს და საოცარ თავგადასავალს ქმნის.
დაწერე კომენტარი