სამხრეთ კორეაში მდებარე PODO Museum საინტერესო გამოფენას მასპინძლობს. “We, Such Fragile Beings” - ასე ჰქვია ჯგუფურ გამოფენას, რომელიც ‘’ინი და იანის’’ კონცეფციაზე დაფუძნებულ 36 ნამუშევარს წარმოადგენს. ისინი ერთმანეთის საპირისპირო საწყისებს იკვლევენ. მაგალითად, წარმოდგენილ ნამუშევრებში ერთმანეთს ეხმიანება მშვიდი მზის ამოსვლა და ტრაგიკული ამბები, რომლებიც იმავე დღეს მოხდა. სერია იკვლევს სინათლისა და სიბნელის, სილამაზისა და მწუხარების, დასასრულისა და დასაწყისის თანაარსებობას, გვთავაზობს ვიზუალურ დიალოგს “მშვიდობასა და ქაოსს” შორის. IMG_4678.jpeg242.75 KBგამოფენის ფარგლებში შეირჩა 18 მნიშვნელოვანი გლობალური მოვლენა და თითოეულს იმავე დღის მზის ამოსვლის ფოტო დაუკავშირდა. გამოფენაში მონაწილეობს ცნობილი იაპონელი ხელოვანი - Sho Shibuya, მასთან ერთად ვხვდებით ისეთი ადგილობრივი და საერთაშორისო ხელოვანების ნამუშევრებს, როგორებიც არიან - Mona Hatoum, Jenny Holzer, Liza Lou, Annabel Daou, Sumi Kanazawa, Maarten Baas, Sarah Sze, Lee Wan, Boo Jihyun, Kim Hanyoung, Song Dong და Robert Montgomery. გამოფენა 9 აგვისტოს გაიხსნა და ერთი წლის განმავლობაში, 2026 წლის 8 აგვისტომდე გაგრძელდება.
დაწერე კომენტარი