HBO-ს სერიალი The White Lotus, რომელიც 2021 წლიდან დიდი პოპულარობით სარგებლობს, ეკრანებზე მეოთხე სეზონით დაბრუნდება. ჰავაის, სიცილიის და ტაილანდის შემდეგ, მაიკ ვაითის სცენარითა და რეჟისორობით შექმნილი სერიალი საფრანგეთში გვამოგზაურებს. მიუხედავად იმისა, რომ სასტუმროს ლოკაცია ჯერჯერობით დადასტურებული არ არის, სერიალის მუდმივი ადგილისა და Four Seasons სასტუმროების ქსელთან მარკეტინგული პარტნიორობის გათვალისწინებით, არაერთი გამოცემა წერს, რომ მეოთხე სეზონის ახალ, საინტერესო თავგადასავლებს Grand-Hôtel du Cap-Ferrat-ში, ფრანგულ რივიერაზე მდებარე ცნობილ სასტუმროში გადაიღებენ.

Starting a weekend you will remember in our iconic French Riviera address. 🤍.jpg 291.42 KB
Four Seasons-ის სასტუმროების ქსელში შემავალი Grand-Hôtel du Cap-Ferrat ნამდვილად გამორჩეული ადგილია საფრანგეთის ლაჟვარდოვან სანაპიროზე, რომელიც იდეალურად ასახავს ფრანგული რივიერას ცხოვრების წესს. 6 ჰექტარი ბაღით გარშემორტყმული სასტუმროდან - ნიციდან მონაკომდე - ხმელთაშუა ზღვის ულამაზესი ხედები მოჩანს. Grand-Hôtel du Cap-Ferrat-ს მრავალწლიანი ისტორია აქვს - ის თავდაპირველად 1908 წელს გაიხსნა და ამ დროიდან ბევრ ცნობილ ადამიანს, მათ შორის - ჰოლივუდის ლეგენდარულ ვარსკვლავებსა თუ სამეფო ოჯახის წევრებს მასპინძლობდა. პირველი მსოფლიო ომის დროს ნაგებობა ფუნქციონირებდა, როგორც საავადმყოფო, მოგვიანებით კი განახლდა, როგორც სასტუმრო. 2009 წელს ჩატარებული ძირითადი რესტავრაციის და მნიშვნელოვანი სამუშაოების შემდეგ, სასტუმრო Four Seasons-მა 2015 წელს შეიძინა.
Getting ready to lead you to new adventures this season. ✨ Countdown to our reopening on March .jpg 159.72 KB
სასტუმროს ნომრები ორ სხვადასხვა ნაგებობაშია განთავსებული - Heritage Building მთავარი შენობაა, რომელიც სხვადასხვა ტიპის ოთახებსა და ლუქს ნომრებს აერთიანებს, ხმელთაშუა ზღვის ან ყვავილოვანი ბაღის ხედებით, თითოეული ნომერი თავისი დიზაინით ეხმიანება ფრანგული რივიერას მარადიულ, ელეგანტურ და დახვეწილ სტილს. სასტუმროს მეორე, მნიშვნელოვანი ნაწილია - Les Terrasses du Cap, კერძო აუზებითა და გამწვანებული ტერასებით. აღსანიშნავია სასტუმროს სამი ვილა - Villa Rose Pierre, Villa Beauchamp და Villa Clair Soleil, რომლებიც იდეალურია ოჯახებისა და მეგობრების შეკრებებისთვის. 
Escape for a Day at Club Dauphin. 🌊Unwind at Club Dauphin with a full day by the heated seawate (1).jpg 161.45 KB
Grand-Hôtel du Cap-Ferrat-ში მდებარეობს მიშლენის ვარსკვლავის მქონე რესტორანი Le Cap, რომელსაც შეფმზარეული Yoric Tièche უძღვება და სტუმრებს ტრადიციულ ფრანგულ კულინარიასთან ერთად, თავის საავტორო, გამორჩეულ კერძებს სთავაზობს. რესტორანს სასმლის მრავალფეროვანი მენიუც აქვს, მათ შორისაა ფრანგული, იტალიური და ესპანური 1200-მდე სახეობის ღვინო. აქვე მდებარეობს ბისტრო - La Veranda ტერასითა და ზღვის ხედებით, რომელიც იტალიურ კერძებს აერთიანებს და შთაგონებას Cap-Ferrat-ის სანაპიროდან იღებს.