დიზაინის საერთაშორისო გამოფენის - COLLECTIBLE New York-ის ფარგლებში ნიუ-იორკში პლატფორმამ და კონცეპტუალურმა მაღაზია JAMIERI-მ ქართველი ხელოვანების ნამუშევრები წარადგინა. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ლევან მინდიაშვილის,‭ IDAAF Architects‬, Studio Gypsandconcrete‬ ‭და Around the Studio-ს ნამუშევრები. გამოფენაზე წარმოდგენილ მრავალფეროვან ნამუშევრებს შორის ვიხილეთ სკამები, მაგიდები, თაროები, სასანთლეები და განათების ობიექტები. თითოეული მათგანი ხაზს უსვამს ქართველი დიზაინერების ინდივიდუალურ ხედვასა და ხელწერას, რომლებიც საქართველოში დიზაინის ახალ ენას აყალიბებენ. 

სწორედ ქართული და კავკასიური კულტურის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად JAMIERI - ქართულ-ამერიკული პლატფორმა, რომელიც კულტურათაშორის დიალოგს ქმნის. JAMIERI არის კონცეპტუალური სივრცე, რომელიც აერთიანებს ქართველ ხელოვანებს, ისტორიებს კავკასიის რეგიონისა და მისი მდიდარი წარსულის შესახებ. პლატფორმის მისიაა დახვეწილი გემოვნებით და პროფესიონალიზმით, ექსკლუზიური ხელნაკეთი ნამუშევრების წარდგენით გაუწიოს პოპულარიზაცია რეგიონს, მისცეს შესაძლებლობა დიზაინერებს და ხელოვანებს ფართოდ წარმოაჩინონ თავიანთი შემოქმედება. JAMIERI-ს შოურუმი, როგორც მუდმივად განვითარებადი სივრცე, აერთიანებს ექსკლუზიურ თანამშრომლობებსა და ინოვაციურ მიდგომებს. შერჩეულ დიზაინერულ და ვინტაჟურ ობიექტებთან ერთად, აქ წარმოდგენილია უნიკალური ნივთები, რომლებსაც მხოლოდ JAMIERI-ს პლატფორმაზე ვხვდებით. გარდა ამისა, JAMIERI არის კულტურული და შემოქმედებითი შეხვედრების ადგილი,  რომელიც მასპინძლობს სხვადასხვა ღონისძიებას, თანამედროვე გამოფენებს, პრეზენტაციებსა და pop-up-ებს.