მილანის მოდის კვირეულის ფარგლებში, Moschino-მ 2026 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციის ჩვენება გამართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ქართველი მოდელები - მატილდა გვარლიანი და ნასტასია ლეგრან ბაბლუანი. ადრიან აპიოლაზას შემოქმედებითი ხელმძღვანელობით შექმნილი ახალი კოლექცია, სახელწოდებით "Niente", მასალების გადამუშავებას და ხელახალ გამოყენებას ეფუძნება, რითაც იტალიურმა მოდის სახლმა ძველ მასალებს სრულიად ახალი კონტექსტი და სახე შესძინა. აღსანიშნავია, რომ მატილდა გვარლიანი და ნასტასია ლეგრან ბაბლუანი აქტიურად მონაწილეობენ მილანის მოდის კვირეულში და ქართველი მოდელები უკვე ვიხილეთ ისეთი ბრენდების ჩვენებებზე, როგორებიცაა Fendi, Ralph Lauren, Alberta Ferretti და Max Mara.
Arte Povera-ს შთაგონებით, ადრიან აპიოლაზამ ყოველდღიური ნივთები ჩანთებად აქცია, წარადგინა ორიგინალური და არაორდინალური აქსესუარები, კაბები კი სხვადასხვა პრინტით გააფორმა მათ შორის - გაზეთებით, რომლებიც სხვადასხვა ტექსტსა და მესიჯს ატარებდა. სიმბოლიკით დატვირთული ჩვენების ნაწილი იყო კრეატიული დირექტორის გამოსვლა, რომელმაც ახალი კოლექციიდან ბავშვის გამოსახულების მქონე დიდი ზომის მაისური მოირგო, წარწერით “Stop”. როგორც აპიოლაზამ აღნიშნა, ეს არის იმ ბავშვების სახე, რომლებიც ომის პირობებში ცხოვრობენ და ძალიან რთულ გზას გადიან.
ფოტო: Vogue
დაწერე კომენტარი