ბერლინის ხელოვნების კვირეულზე Kunstverein Ost (KVOST) ქართველი ხელოვანის - დავით აფაქიძის პერსონალურ გამოფენას წარმოადგენს. გამოფენა, სახელწოდებით "The Knight at the Crossroads" ბერლინის ხელოვნების კვირეულის „რჩეული“ სექციის ნაწილია და დამთვალიერებლებს 29 ნოემბრამდე უმასპინძლებს. აღსანიშნავია, რომ დავით აფაქიძე წლევანდელი KVOST-ის გრანტისა და 2025 წლის Claus Michaletz-ის პრემიის მფლობელია.
თავის შემოქმედებაში დავით აფაქიძე წინა პლანზე აყენებს ქვიარ პერსპექტივებს და ის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ხმაა ქვიარ ინდივიდების უფლებების დაცვაში. KVOST-ზე ხელოვანი წარმოადგენს თავის ახალ ინსტალაციას „The Knight at the Crossroads“, რომლის მთავარი თემა ქვიარ მიგრანტია.




დაწერე კომენტარი