Louis Vuitton-მა 2026 წლის გაზაფხული-ზაფხულის პრეკოლექცია წარადგინა, რომლის მთავარი სახეები ბრენდის ამბასადორი - კალუმ ტერნერი და ასევე ჯუდ ბელინგემი არიან. კამპანიის ხელმძღვანელია Louis Vuitton-ის მამაკაცის ხაზის კრეატიული დირექტორი ფარელ უილიამსი და გადაღებულია ფოტოგრაფ ოლივერ ჰედლი პერჩის მიერ.
კამპანიაში მსახიობთან და ფეხბურთელთან ერთად მონაწილეობენ ოთხფეხა მეგობრები, რაც კადრებს კიდევ უფრო განსაკუთრებულს ხდის. უახლესი კამპანია ფარელ უილიამსის ხედვით ეხმიანება კლასიკურ ბრიტანულ სტილს. ფოტოსესია გადაღებულია ისტორიული სასახლის, მწვანე ბაღებისა და ვინტაჟური კაბრიოლეტის ფონზე. ტერნერმა და ბელინგემმა ახალი კოლექციიდან მოირგეს ბრენდის ისეთი სამოსი, როგორიცაა Prince of Wales ქურთუკი LV Monogram სიმბოლოთი, პიჯაკები და ჟილეტები, გრძელი პალტოები და კუბოკრული მოსაცმელები, რომლებიც ხაზს უსვამს ფრანგული მოდის სახლის ელეგანტურობას. ზოგიერთი მათგანი ასევე გაფორმებულია ბრენდის ახალი - Monogram Surplus ნიმუშებით.




დაწერე კომენტარი