22 ნოემბრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით თბილისი აუთლეტ ვილიჯში BLACK WEEK-ის ფასდაკლებების კვირეული მიმდინარეობს, 28-29 ნოემბერს კი უკვე არსებულ, მინიმუმ 30%-იან ფასდაკლებებს, სტუდიო ლიბერთის Visa Platinum ბარათით გადახდისას, მომენტალური 30%-იანი ქეშბექი ემატება. რეგიონში პირველი აუთლეტ ვილიჯი 26 სექტემბერს გაიხსნა, მისი კონცეფცია მსოფლიოს ტენდენციებს მიჰყვება და აერთიანებს მინიქალაქის ტიპის, ღია ცის ქვეშ სასეირნოდ შექმნილ ქუჩებს, პრემიუმ კატეგორიის ბრენდების მაღაზიებს, გასტრონომიულ სივრცეს და თანამედროვე არქიტექტურას. თბილისი აუთლეტ ვილიჯი ქმნის ახალ სტანდარტს, სადაც მოდა, კულტურა და ქართული სტუმარმასპინძლობა ერთიანდება. Hammock Magazine გიზიარებთ რამდენიმე ბრენდის ნივთებს, რომელსაც აუთლეტ ვილიჯში ფასდაკლებების კვირეულზე შეიძენთ.

აუთლეტ ვილიჯში ექსკლუზიურად წარმოდგენილია ესპანური ბრენდი - Bimba y Lola, რომელიც ქალების სამოსს, ფეხსაცმელსა და აქსესუარებს აერთიანებს. Bimba y Lola-ს მაღაზიაში გირჩევთ შეიძინოთ ტყავის შავი ქურთუკი, რომელსაც წლის სხვადასხვა სეზონზე მოირგებთ, ლეოპარდის პრინტით გაფორმებული ქუდი და ვერცხლისფერი, დიდი ზომის ჩანთა, რომელიც პრაქტიკულობასთან ერთად, დახვეწილი სტილით გამოირჩევა და მარტივად შეუხამებთ ნებისმიერ ლუქს. 

თბილისი აუთლეტ ვილიჯში ასევე წარმოდგენილია აქსესუარების მრავალფეროვანი არჩევანი. სხვადასხვა სტილის და დახვეწილი დიზაინის, ნიშური ბრენდების სათვალეებს შეიძენთ მაღაზია Sani-ში. აქ წარმოდგენილ გამორჩეულ მოდელებს შორის გირჩევთ Marni-ის და Zeus+Dione-ის ტრენდულ სათვალეებს.

ინტერიერის გასალამაზებლად და სივრცის დიზაინის გასაფორმებლად ფერად და საინტერესო ნივთებს შეხვდებით მაღაზია Remember-ში. გირჩევთ შეიძინოთ სანთლები, რომლებიც ხელით არის დამზადებული ვეგანური ცვილისგან და შეღებილია ეკოლოგიური საღებავებით, ასევე სხვადასხვა ფერისა და ზომის სასანთლეები. Remember-ის მაღაზიაში წარმოდგენილ საინტერესო ნივთებს შორის ნახავთ მაგიდის LED სანათებსა და სამაგიდო თამაშებს მთელი ოჯახისთვის.









დაწერე კომენტარი