22 ნოემბრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით თბილისი აუთლეტ ვილიჯში BLACK WEEK-ის ფასდაკლებების კვირეული მიმდინარეობს, 28-29 ნოემბერს კი უკვე არსებულ, მინიმუმ 30%-იან ფასდაკლებებს, სტუდიო ლიბერთის Visa Platinum ბარათით გადახდისას, მომენტალური 30%-იანი ქეშბექი ემატება. რეგიონში პირველი აუთლეტ ვილიჯი 26 სექტემბერს გაიხსნა, მისი კონცეფცია მსოფლიოს ტენდენციებს მიჰყვება და აერთიანებს მინიქალაქის ტიპის, ღია ცის ქვეშ სასეირნოდ შექმნილ ქუჩებს, პრემიუმ კატეგორიის ბრენდების მაღაზიებს, გასტრონომიულ სივრცეს და თანამედროვე არქიტექტურას. თბილისი აუთლეტ ვილიჯი ქმნის ახალ სტანდარტს, სადაც მოდა, კულტურა და ქართული სტუმარმასპინძლობა ერთიანდება. Hammock Magazine გიზიარებთ რამდენიმე ბრენდის ნივთებს, რომელსაც აუთლეტ ვილიჯში ფასდაკლებების კვირეულზე შეიძენთ.

Screenshot 2025-11-27 at 20.59.13.png 848.37 KB
თბილისი აუთლეტ ვილიჯს მუდმივად ემატება ახალი ბრენდები, მათ შორის ისეთებიც, რომლებიც საქართველოში ექსკლუზიურად, პირველად სწორედ აუთლეტ ვილიჯშია წარმოდგენილი. დღეს აუთლეტ ვილიჯში 25 ბრენდი დაგხვდებათ, ბრენდების პორტფოლიო სწრაფი ტემპით იზრდება და დეკემბრის ბოლოს კიდევ რამდენიმე პრემიუმ კატეგორიის ბრენდის მაღაზია გაიხსნება. წარმოდგენილ ბრენდებს შორის არის Adidas, სადაც დიდი ფასდაკლებით შეიძენთ ბრენდის ცნობილ და მოთხოვნად მოდელს - Gazelle Indoor "Paris Olympics’’. 

Bimba y Lola 2.png 457.6 KB

Bimba y Lola 1.png 262.56 KB

Bimba y Lola 3.png 582.95 KB
აუთლეტ ვილიჯში ექსკლუზიურად წარმოდგენილია ესპანური ბრენდი - Bimba y Lola, რომელიც ქალების სამოსს, ფეხსაცმელსა და აქსესუარებს აერთიანებს. Bimba y Lola-ს მაღაზიაში გირჩევთ შეიძინოთ ტყავის შავი ქურთუკი, რომელსაც წლის სხვადასხვა სეზონზე მოირგებთ, ლეოპარდის პრინტით გაფორმებული ქუდი და ვერცხლისფერი, დიდი ზომის ჩანთა, რომელიც პრაქტიკულობასთან ერთად, დახვეწილი სტილით გამოირჩევა და მარტივად შეუხამებთ ნებისმიერ ლუქს.
Adolfo Dominguez.png 425.41 KB
თუკი სეზონის შესაბამის მოსაცმელს ეძებთ, გირჩევთ ესტუმროთ ესპანური მოდის სახლის - Adolfo Domínguez-ის მაღაზიას, სადაც კრემისფერ, თბილ და მაღალი ხარისხის პალტოს იპოვით.
Lee � Wrangler.png 503.24 KB
Wrangler-ის ჯინსის დათბილული ქურთუკი დაგხვდებათ Lee | Wrangler-ის მაღაზიაში.


თბილისი აუთლეტ ვილიჯში ასევე წარმოდგენილია აქსესუარების მრავალფეროვანი არჩევანი. სხვადასხვა სტილის და დახვეწილი დიზაინის, ნიშური ბრენდების სათვალეებს შეიძენთ მაღაზია Sani-ში. აქ წარმოდგენილ გამორჩეულ მოდელებს შორის გირჩევთ Marni-ის და Zeus+Dione-ის ტრენდულ სათვალეებს. 

Pinko.png 355.97 KB
რაც შეეხება ჩანთებს, ფერად და დახვეწილ, სხვადასხვა პრინტით გაფორმებულ მოდელებს აღმოაჩენთ იტალიური ბრენდის - PINKO-ს მაღაზიაში, სადაც შევარჩიეთ შავი ჩანთა, თეთრი და წითელი გულის ფორმის პრინტითა და ოქროსფერი დეტალებით გაფორმებული საკიდით. 

ინტერიერის გასალამაზებლად და სივრცის დიზაინის გასაფორმებლად ფერად და საინტერესო ნივთებს შეხვდებით მაღაზია Remember-ში. გირჩევთ შეიძინოთ სანთლები, რომლებიც ხელით არის დამზადებული ვეგანური ცვილისგან და შეღებილია ეკოლოგიური საღებავებით, ასევე სხვადასხვა ფერისა და ზომის სასანთლეები. Remember-ის მაღაზიაში წარმოდგენილ საინტერესო ნივთებს შორის ნახავთ მაგიდის LED სანათებსა და სამაგიდო თამაშებს მთელი ოჯახისთვის.

Teamania.png 228.88 KB
თუკი თქვენ ჩაის, ყავის ან იაპონური მატჩას მოყვარული ხართ, გირჩევთ ესტუმროთ აუთლეტ ვილიჯში წარმოდგენილ მაღაზია Teamania-ს, სადაც დაგხვდებათ 100-ზე მეტი უმაღლესი ხარისხის პროდუქტი. Teamania-ში ასევე შეიძენთ ჭურჭელს - ჭიქებს, ჩაიდნებს, საფქვავებს, მატჩას ფიალასა და ფუნჯებს, ყველა იმ აქსესუარს, რაც ყავის, ჩაისა და მატჩას სახლში მოსამზადებლად დაგჭირდებათ.