არქეოლოგიური მტკიცებულებები საქართველოს ღვინის სამშობლოდ აქცევს. მევენახეობა-მეღვინეობის უძველესი ნაკვალევი 8000 წელს ითვლის. სწორედ ამ საუკუნოვან ისტორიას აგრძელებს მეღვინეობა Nimbi, რომელიც ქვეყნის უძველეს ტრადიციას სრულყოფს. Nimbi წარმოადგენს ქართული მეღვინეობის ახალ ეტაპს, რომელიც თანამედროვე ცოდნით, კომპრომისების გარეშე ყალიბდება და შესრულების ხარისხი ახალ სტანდარტზე აჰყავს. გამორჩეული ღვინო ქმნის დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს და ქართული ღვინის აღმოუჩენელ პოტენციალს აცნობს მომხმარებლებს.
d8042f96-9518-4696-9f6a-385682d44539.jpeg290.54 KBNimbi ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ იტალიელ ღვინის ექსპერტთან და მწარმოებელთან - რიკარდო კოტარელასა და მის ოჯახის წევრებთან გამორჩეულ ურთიერთობას ეფუძნება. რიკარდო კოტარელას უშუალო ჩართულობა თითოეული ბოთლის უმაღლეს ხარისხსს უზრუნველყოფს. იგი თანამედროვე იტალიური ღვინის ინდუსტრიის პიონერად ითვლება. მისი კარიერა ორვიეტოში, Vaselli-ს ღვინის ქარხანაში დაიწყო, 1979 წელს კი თავის ძმასთან ერთად დააფუძნა Falesco, ახლანდელი Famiglia Cotarella - ღვინის უდიდესი იმპერია, რომელიც 200 ჰექტარზე მეტ ვენახს მოიცავს და უმაღლესი ხარისხის ღვინოს აწარმოებს. 926d0fc2-4e18-4829-8391-54982e958c39.jpeg227.52 KBსაკუთარი ვენახებისა და ღვინის ქარხნის გარდა, 103-ზე მეტი ქარხანა მიმართავს კოტარელას, როგორც კონსულტანტ ენოლოგს. იგი წლებია იკავებს იტალიის ენოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტისა და მსოფლიო მეღვინეთა ასოციაციის საპატიო პრეზიდენტის თანამდებობას, რაც მსოფლიო ღვინის ინდუსტრიაში მის მნიშვნელოვან სტატუსს ადასტურებს. კოტარელას კარიერა მრავალფეროვან თანამშრომლობებს აერთიანებს, მათგან გამორჩეულია კოლაბორაცია როკის ლეგენდასთან, სტინგთან და მის მეუღლე ტრუდი სტაილერთან, ტოსკანურ მამულ Il Palagio-ში. მათ ერთობლივად შექმნეს ღვინოები, რომლებიც სტინგის ჰიტების სახელებით არის შთაგონებული, მაგალითად, “Sister Moon", "Message in a Bottle", "When We Dance" და "Roxanne". ისინი ორგანული და ბიოდინამიკური პრინციპების გამოყენებით წელიწადში დაახლოებით 150 000 ბოთლს აწარმოებენ. 693ef509-21b5-45aa-ad27-2d0b24d084d9.jpeg225.48 KBრიკარდო კოტარელასთვის განსაკუთრებულია საქართველო - ქვეყანა, სადაც თითქმის ყველა ყურძნის ჯიში წარმოიშვა და რომელიც 8000-წლიანი ღვინის წარმოების ტრადიციით გამოირჩევა. როგორც თავად აღნიშნავს, მისთვის პატივია იმ პროექტში ჩართულობა, რომელიც კოტარელას მევენახეობის დაბადების ადგილთან აკავშირებს. იტალიელი ენოლოგი აპირებს თავისი პროფესიული საქმიანობის ბოლო თავი გაატაროს სწორედ იქ, სადაც ღვინო დაიბადა. a70d4d73-4684-45eb-8ef9-e2d19665ab45.jpeg153.23 KBNimbi ბაზარზე ეტაპობრივად შემოდის და თავდაპირველად Intento კოლექციას წარმოადგენს, რომელიც რქაწითელსა და საფერავს აერთიანებს. Nimbi-ს პროექტი მოიცავს ახალი ვენახების გაშენებასა და აქტიურ ექსპერიმენტებს ქართულ ავტოქტონურ ჯიშებზე. ბრენდის სტრატეგიული გეგმაა წლიურად ნახევარი მილიონი პრემიუმ კლასის ბოთლი აწარმოოს და სამომავლოდ, მომხმარებელს ახალი, მრავალფეროვანი კოლექციები შესთავაზოს. 28 ნოემბერს თბილისში გაიმართა Nimbi-ს დახურული პრეზენტაცია და დეგუსტაცია 100 ინდუსტრიული პროფესიონალისთვის. Nimbi-ს ქარხანამ მთავარ მეღვინეს, რიკარდო კოტარელას უმასპინძლა, რომელიც საწარმოს ტექნოლოგიურ პროცესებს გაეცნო და დეგუსტაციაში ჩაერთო.
დაწერე კომენტარი