უდაურზე ფიქრისას დიდი ალბათობით „მარკო პოლო“ გახსენდებათ - ადგილი, რომელიც საბჭოთა პერიოდში ერთ-ერთი პირველი ევროპული სტანდარტის სასტუმრო იყო საქართველოში და კურორტის სიმბოლოდ იქცა. აქედან დაიწყო არა მხოლოდ გუდაურის, როგორც სამთო-სათხილამურო კურორტის ისტორია, არამედ ის გზა, რომელმაც საბოლოოდ Landmarker Group-ის - ახალი სტუმარმასპინძლობის ბრენდის დაბადებამდე მიგვიყვანა. დღეს კომპანია, რომელიც წლების განმავლობაში მხოლოდ „მარკო პოლო გუდაურის“ სახელთან ასოცირდებოდა, გაცილებით უფრო ფართო ეკოსისტემას აერთიანებს: სასტუმრო „ალპინას“, „ხადა ჰოსტელს“, „ხადას ქოხს“ (ხიჟინას), „სასტუმრო პურის მოედანს“, “ილია კოკაიას სახელობის საფეხბურთო ცენტრსა” და მრავალ სხვა ლოკაციას. ბრენდის მთავარი იდეა - Bonding People and Places - ადამიანებსა და ადგილებს შორის ისეთი კავშირის შექმნას ეფუძნება, რომელიც დროს უძლებს და ემოციურ, უხილავ ხიდებს აყალიბებს. 
კომპანიის განვითარებასთან ერთად, როდესაც მისი პორტფოლიო სხვადასხვა ტიპის ბრენდებით გაფართოვდა, როგორებიცაა მთის სასტუმროები, ჰოსტელები, ქალაქის ბუტიკ-სასტუმროები და ისტორიული შენობები. ძველმა სახელწოდებამ „Marco Polo Group Hospitality“ ვეღარ შეძლო ამ მრავალფეროვანი ბრენდებისთვის ერთიანი ‘’ქოლგის’’ როლის შესრულება. საჭირო გახდა ახალი დედა-ბრენდის შექმნა, რომელიც შეძლებდა ერთდროულად აესახა ჯგუფის მასშტაბი, მიმართულებების სიმრავლე და განვითარების ამბიცია. სწორედ ასე ჩამოყალიბდა „Landmarker“, რომელიც აერთიანებს რამდენიმე შრეს, ერთი მხრივ, ის ეხმიანება Landmark-ის, როგორც გამორჩეული, მნიშვნელოვანი ადგილის იდეას. ბრენდი არის სისტემა, რომელიც „ადგილებს გრავიტაციის ცენტრად აქცევს“ - როდესაც Landmarker ეხება კონკრეტულ შენობასა თუ ტერიტორიას, ის ხდება განსაკუთრებული წერტილი სტუმრებისა და ადგილობრივებისთვის. მეორე მხრივ, სახელში დევს მარკირების, აღმოჩენისა და გზის გაკვალვის იდეა - ახალი ადგილების პოვნა, ძველის ახლებურად მოყოლის უნარი, რაც ძალიან ბუნებრივად აგრძელებს მარკო პოლოს, როგორც მოგზაურობისა და აღმოჩენების სიმბოლოს ისტორიას. ამ სახელით ბრენდი იზრდება იქ, სადაც ამბავი, სივრცე და პოტენციალია - ქალაქში, მთაში, ძველ ქუჩებსა და ახალ ტურისტულ მარშრუტებზე.
Landmarker Group-ის ფილოსოფია მარტივად იკითხება ბრენდის პლატფორმაში: თუ მოგზაურობა ახლის აღმოჩენას უკავშირდება, სტუმარმასპინძლობას ურთიერთობები განსაზღვრავს. ადგილი და ადამიანი ის ორი ღერძია, რომელთა გადაკვეთის წერტილშიც Landmarker იბადება. Bonding People and Places - ეს მხოლოდ სლოგანი არ არის, ეს არის მამოძრავებელი იდეა, თითოეული ადგილი კონკრეტული ადამიანების ისტორიას ჰყვება. „მარკო პოლო“ გუდაურის სულისჩამდგმელებზე, სამთო სპორტის ვეტერანებზე, ავსტრიელ და უნგრელ მშენებლებზე და იმ ადგილობრივებზე გვიყვება, რომლებმაც საქართველოში სამთო-სათხილამურო კულტურა შექმნეს. „პურის მოედანი“ ძველი თბილისის ისტორიებს, თავად შენობის, ეზოსა და უბნის მოგონებებს აცოცხლებს. თითოეული სივრცე საერთო ინტერესების მქონე ადამიანებს აერთიანებს - გუდაურის მოყვარულები, ჰელი-სკის ფანები, ფრირაიდერები, ზამთრის თვეებში “მარკო პოლოში”, “ალპინაში”, “ხადა ჰოსტელსა” და “ხიჟინას” სივრცეებში ხვდებიან ერთმანეთს. ყოველი ადგილი კონკრეტული ადამიანების მიერ იქმნება, ეს შეიძლება იყოს სამთო სპორტის ვეტერანი, რომელიც სტუმარს პირველად ასწავლის სრიალს; ძველი თბილისის პურის მცხობელი, რომლის ხელწერაც უბნის დილის სურნელს განსაზღვრავს; ან ახალგაზრდა გუნდი, რომელიც ახალ ჰოსტელს ქმნის მყუდრო, თავისუფალი ატმოსფეროთი. 
ქართული სტუმარმასპინძლობის სექტორს დღეს მრავალი საჭიროება აქვს, მათ შორის - ხარისხზე ორიენტირებული სტანდარტები და რეგიონების გაძლიერება. Landmarker Group ორივე მიმართულებით ცდილობს მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს, გუდაურში ჯგუფი ქმნის სტანდარტებს, სადაც მთის კურორტი აღიქმება არა მხოლოდ სეზონურ, არამედ მთელი წლის განმავლობაში აქტიურ მიმართულებად, ზამთარში სათხილამურო ინდუსტრიის, ჰელი-სკის და სათავგადასავლო ტურიზმის განვითარების საშუალებით, ზაფხულსა და შუალედურ სეზონებში – ლაშქრობებით, აქტიური დასვენების ფორმებითა და სივრცეებით, რომლებიც ადგილობრივ ტურიზმსაც ამდიდრებს. თბილისში Landmarker-ს ისტორიული შენობებისადმი განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აკისრია. „პურის მოედანი“ და „ვეტცელი“ ერთდროულად უნდა იყვნენ სასტუმროები და ქალაქის მეხსიერების ნაწილი – საზრდოობდეს ძველი თბილისის ისტორიითა და ამავე დროს ემსახურებოდეს ახალ თაობებს, ახალ მოგზაურებს, ახალ შეხვედრებს.
Bonding People and Places – უწყვეტი პროცესი
Landmarker Group-ის ისტორია ჯერ მხოლოდ იწყება, თუმცა მის ფუნდამენტში დგას გამოცდილება, რომელიც უკვე რამდენიმე ათწლეულს ითვლის – „მარკო პოლო გუდაურის“ გახსნიდან დღემდე. როდესაც სტუმარი კარს აღებს, იქნებ ეს იყოს ხადის ქოხი თოვლში, Alpina-ს ოთახი მთის ხედით თუ პურის მოედანი ძველი ეზოთი – ერთი რამ უნდა იგრძნოს: აქ ადგილი და ადამიანები ისეა ერთმანეთთან დაკავშირებული, რომ თავადაც ამ კავშირის ნაწილად იქცევა. ეს არის Landmarker Group – ბრენდი, რომელიც Bonding People and Places იდეას არა მხოლოდ ამბობს, არამედ ყოველდღე, მცირე დეტალებით, ნამდვილ გამოცდილებად აქცევს.
დაწერე კომენტარი