ნიუ-იორკში Gladstone Gallery 20 დეკემბრის ჩათვლით ქართველი ხელოვანის - ანდრო ვეკუას გამოფენას მასპინძლობს. გამოფენაზე წარმოდგენილ ნამუშევრებში ხელოვანი ტრადიციებს თანამედროვე ეპოქის სირთულეებთან აერთიანებს, იყენებს ისეთ მოტივებს, როგორებიცაა ყვავილების ნატურმორტები, დახრილი, მწოლიარე ფიგურები და პორტრეტები. ანდრო ვეკუას ნამუშევრებში ხშირად ვხვდებით განმეორებად მოტივებს, პერსონალური და კოლექტიური მოგონებების ერთიანობას.
ნამუშევრებში ხელოვანი იკვლევს ზღვრულ სივრცეს ინდივიდუალურ, სუბიექტურ გამოცდილებასა და უნივერსალურ აღქმას შორის. გამოსახულებით, შემოქმედებითი პროცესით და სტრატეგიით ქმნის ემოციურად დატვირთულ პეიზაჟს. ფორმალური ტრადიციის შეზღუდვებსა და თხრობის საზღვრებზე თავის არიდებით, ნამუშევარი არსებობს ნახევრად სინათლეში, სადაც წარსული აწმყოს ეწინააღმდეგება.






დაწერე კომენტარი