ახალი წლის სამზადისთან ერთად ვიწყებთ ფიქრს, თუ სად გავატაროთ 31 დეკემბერი. სილქ ჰოსფითალითის გუნდმა უკვე იზრუნა ჯადოსნურ დღესასწაულზე და მომდევნო მნიშვნელოვან თარიღებზე. საქართველოს მასშტაბით თითოეულ ობიექტში შემუშავებულია შობა-ახალი წლის პროგრამა. სასტუმრო ტელეგრაფი, რადისონ ბლუ თბილისი, წინანდლის მამული, კოხტა ბაკურიანი და რადისონ ბლუ ბათუმი - ეს ის ობიექტებია, სადაც განსაკუთრებული საახალწლო ღონისძიებები დახვდებათ სტუმრებს. 

12394f89-94cb-43bc-ba41-6c3e33f7bc70.jpeg 511.32 KB
განწყობასთან ერთად არანაკლებ მნიშვნელოვანია გასტრონომიული ნაწილი. ტრადიციულად, სილქ ჰოსფითალითის ყველა ობიექტში საავტორო საახალწლო მენიუ დაგხვდებათ, რომელზეც ბრენდ შეფ ირაკლი ასათიანმა თავის გუნდთან ერთად, იზრუნა. 

თბილისის მთავარ გამზირზე მდებარე სასტუმრო ტელეგრაფი ქართველ და უცხოელ არტისტებს სხვადასხვა სივრცეებში უმასპინძლებს. გრანდ კაფე, ფილოსოფიკო, ჯაზ კლუბი თათუზა, Rolling Stone Rooftop Bar და Courtyard Bar-ში მოსულ სტუმრებს გემოვნებიანი მუსიკა, განსხვავებული კოქტეილ მენიუ და კარგი განწყობა დახვდებათ. გახსნის დღიდან ტელეგრაფი უკვე იქცა ქალაქის ერთ-ერთ მიზიდულობის ცენტრად და შეხვედრების საყვარელ ადგილად. სწორედ ამიტომ ახალი წელიც განსაკუთრებული იქნება აქ.

ვისაც შობა-ახალი წლის აღნიშვნა ნამდვილ ჯადოსნურ გარემოში სურს, წინანდლის მამული და კოხტა ბაკურიანი მზად არის გიმასპინძლოთ. სილქ ჰოსფითალითის გუნდმა ბევრი იმუშავა იმისთვის, რომ თითოეულ სტუმარს სასტუმრო რადისონ ქოლექშენსა და კოხტა ბაკურიანში გატარებული შობა-ახალი წელი არასდროს დაავიწყდეს. 31 დეკემბერს წინანდლის მამული ანსამბლ ალილოს, დავით მაზანაშვილის ბენდს და DJ-ს უმასპინძლებს, ხოლო კოხტა ბაკურიანი ბექა გოჩიაშვილს, ლუკა თოფურიას და თემურიკო დიასამიძეს. 

ახალი 2026 წლის დილას, ორივე სასტუმროში ისევ ამაღლებულ ნოტაზე დაიწყებენ. წინანდალში გაიმართება საახალწლო ბრანჩი გიგი პიანომენის აკომპანირებით. საღამოს კი მწვანე ოთახი გამართავს მუსიკალურ საღამოს Library Bar-ში. კოხტა ბაკურიანში დავით გომართელი და DJ Bonjourlan დიდ მხიარულებას ჰპირდებიან სტუმრებს. ასევე, დატვირთული იქნება 7 იანვარი საინტერესო პროგრამებით ორივე სასტუმროში. 

თბილისის ცენტრში მდებარე კიდევ ერთი სასტუმრო რადისონ ბლუ თბილისი, რესპუბლიკა რესტორანი და კლუბი Noble Savage-ი სტუმრებს საინტერესო ღონისძიებებს ჰპირდება. 

რადისონ ბლუ ბათუმიც მზად არის უმასპუნძლოს სტუმრებს რესტორან მედეასა და მე-19 სართულზე მდებარე  ბარ-რესტორან უმამი at clouds.

სილქ ჰოსფითალითის საახალწლო პროგრამას სრულად გაეცანით new2026.ge -ზე.  

სასტუმრო ტელეგრაფის და კოხტა ბაკურიანის ღონისძიებების წარმდგენია SOLO და Visa.

წინანდლის მამულის რადისონ ქოლექშენის თიბისი კონცეპტი და Visa. 

სასტუმროს და რესტორნების დასაჯავშნად +995 32 2 402 222; [email protected]