თუ ახალი წლისთვის განსაკუთრებულ, გემოვნებიან და დასამახსოვრებელ ემოციებს ეძებთ, ვფიქრობთ, დიზაინერულ სასტუმრო Bodbe-ში გამართული საახალწლო დღესასწაული აუცილებლად დაგაინტერესებთ. კახეთის ერთ-ერთ ყველაზე თვალწარმტაც ადგილზე, ხედით სიღნაღსა და კავკასიონზე სასტუმრო Bodbe მდებარეობს. დახვეწილი ინტერიერის სასტუმრო წელს სტუმრებს ჯადოსნურ 2-დღიან დღესასწაულს ჰპირდება. გამორჩეული საახალწლო დეკორაციები და განათებები, მყუდრო გარემო, გემრიელი ვახშამი და რაც მთავარია თანამედროვე ელექტრონული მუსიკის ვარსკვლავები - ეს ყველაფერი თქვენთვის ახალ წელს ნამდვილად დაუვიწყარ მოგონებად გადააქცევს.
ჯადოსნური დღესასწაული Bodbe-ში ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება. ყველაფერი 31 დეკემბერს განსაკუთრებული სადღესასწაულო ვახშმით დაიწყება, სადაც სტუმრები გამორჩეულ ავთენტურ ქართულ საახალწლო კერძებს დააგემოვნებენ. საღამოს სტუმრების წინაშე თანამედროვე ელექტრონული მუსიკის ვარსკვლავები წარდგებიან - ცნობილი ამერიკელი მუსიკოსი, მომღერალი და დიჯეი ULTRA NATE, ელექტრონული მუსიკის ფრანგი პროდიუსერი SUPERMEN LOVERS და დიჯეი ANNADEV, თიკა ბალანჩინი და New One. Ultra Nate ცნობილ ლეიბლებთან თანამშრომლობს და მისი სახელი პოპულარული ჩარტების სათავეშიც არაერთხელ მოხვედრილა. რაც შეეხება SUPERMEN LOVERS-ს, ეს თანამედროვე ფრანგული ელექტრონული მუსიკის გამორჩეული ფიგურის, არაერთი ცნობილი EP-სა და ალბომის ავტორის, Guillaume Atlan-ის სასცენო სახელია. ასე რომ, საღამოს ვარსკვლავური შემსრულებლების შემადგენლობა დაუვიწყარ ემოციებსა და დაუვიწყარ ახალ წელს გპირდებათ.
და ეს ყველაფერი არ არის - დღესასწაული 1-ელ იანვარს საახალწლო განწყობით და გემრიელი ბრანჩით გაგრძელდება. სასტუმროს ტერასაზე, საიდანაც სიღნაღსა და კავკასიონზე შთამბეჭდავი ხედები იშლება, თქვენს საზეიმო განწყობაზე ANNADEV და SUPERMEN LOVERS იზრუნებს. გარდა ამისა, სასტუმროს ტერიტორიაზე აღმოაჩენთ საახალწლო კუთხეებს, სადაც არომატული გლინტვაინით, ცხელი შოკოლადით, კოქტეილებით და მრავალფეროვანი საახალწლო ხემსით გაგიმასპინძლდებიან.





დაწერე კომენტარი