მელბურნში მდებარე გალერეა - National Gallery of Victoria ორი ლეგენდარული დიზაინერის, ვივიენ ვესტვუდისა და რეი კავაკუბოს გამოფენას მასპინძლობს. ვივიენ ვესტვუდს ხშირად პანკის დედოფლად მოიხსენიებენ, პანკის ელემენტებს ხშირად ვხვდებით კავაკუბოს კოლექციებშიც. დიზაინერებს ბევრი საერთო აქვთ, ორივე მათგანი "მოდის სამყაროს მეამბოხე დიზაინერებად" ითვლებიან, ისინი თამამად აკეთებდნენ აქცენტს და აფიქსირებდნენ პოზიციას სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე და არასდროს უშინდებოდნენ ექსპერიმენტებს ჩვენებებსა და კოლექციებში.090ad822-419b-4013-b526-70314c2a67d7.jpeg551.03 KBგამოფენა დაყოფილია სხვადასხვა თემის მიხედვით, მაგალითად: „Punk and Provocation“, „The Body: Freedom and Restraint“, „Reinvention“ და „The Power of Clothes“. გამოფენაზე წარმოდგენილია 150-ზე მეტი დიზაინი, გამორჩეული კოლექციები 1970-იანი წლებიდან დღემდე, საარქივო მასალები - ჩვენებებისა და კულისების ამსახველი ფოტოები. “Westwood | Kawakubo” გამოფენა პატივს სცემს დიზაინერებს მათი ინოვაციური მიდგომისთვის, უნიკალური ხედვისა და მნიშვნელოვანი წვლილისთვის მოდაში. ორივე დიზაინერის სამოსი სხვადასხვა იდეასა და თავისუფლებას გამოხავდა. 5c760f49-9b70-4fc5-8e37-6251e5283b98.jpeg550.08 KBგამოფენაზე წარმოდგენილ ნამუშევრებს შორის არის ვესტვუდის ცნობილი კორსეტები და ტარტანის პრინტის კაბა 1993 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექციიდან, რომელიც ჩვენებაზე ქეით მოსმა წარადგინა, ასევე ორიგინალური საქორწინო კაბა 2007-2008 წლის კოლექციიდან, რომელიც სარა ჯესიკა პარკერმა მოირგო ფილმში ‘’Sex and the City’’. რეი კავაკუბოს დიზაინებს შორის ვხვდებით Comme des Garcons-ის კოსტიუმს, რომელიც რიანას 2017 წელს Met Gala-ზე ეცვა, ასევე სამოსი 2016 წლის 18th Century Punk-ის, 2012 წლის 2 Dimensions-ის და 2015 წლის Blood and Roses-ის კოლექციებიდან.
დაწერე კომენტარი