ჰაიდერ აკერმანი Tom Ford-ის სუნამოს - Black Orchid Reserve-ის კამპანიის ფოტოებს და კადრს მიღმა გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს, რომლის სახე ტილდა სუინტონია. აკერმანის შემოქმედებითი ხელმძღვანელობით, Inez და Vinoodh-ის მიერ აღბეჭდილი კამპანია სუინტონის კინემატოგრაფიულ პორტრეტებსა და კლიპებს აერთიანებს. სუინტონმა პირველად ითანამშრომლა Tom Ford-ის Beauty ხაზთან, ამ კოლაბორაციის აღსანიშნავი და სუნამოს პრეზენტაციისადმი მიძღვნილი საღამო ვენეციის 82-ე კინოფესტივალზე გაიმართა.
- THE BLACK ORCHID I MY SISTER -love always - H.@TOMFORD #TILDASWINTON #HAIDERACKERMANN.jpg127.71 KBTom Ford-ის ახალი სურნელი ბრენდის ლეგენდარული, 2006 წელს გამოშვებული Black Orchid სუნამოს ინტერპრეტაციას წარმოადგენს. Black Orchid Reserve-ის სურნელს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე იშვიათი ყვავილის - Ghost Orchid-ის ნოტები განსაზღვრავს, რომელსაც ტონკას, შავი ტრიუფელის, ბერგამოტის და ილანგ-ილანგის ნოტები ემატება. Reserve ვერსია თავისი ექსკლუზიურობით, მაღალი ხარისხით და კლასიკურ არომატზე მეტად მდგრადი სურნელით გამოირჩევა. - THE BLACK ORCHID I MY SISTER -love always - H.@TOMFORD #TILDASWINTON #HAIDERACKERMANN (4).jpg80.5 KBსუინტონისთვის ეს თანამშრომლობა პირდაპირ კავშირშია იმ თემებთან, რომლებმაც მისი კარიერა განსაზღვრა. მისი ტრანსფორმაციული როლებითა და თამამი გადაწყვეტილებებით სავსე კარიერა Black Orchid Reserve-ის იშვიათობასა და ამბიციურ ხასიათს ეხმიანება, რაც სუინტონს სუნამოს ისტორიის ახალი თავის იდეალურ ხმად და სახედ აქცევს.
დაწერე კომენტარი