პარიზის მოდის კვირეულზე ჰაიდერ აკერმანმა Tom Ford-ისთვის შექმნილი კოლექცია წარადგინა და კინემატოგრაფიული ხასიათის, სანახაობრივი და დასამახსოვრებელი ჩვენება Pavillon Vendôme-ში გამართა. Tom Ford-ის 2026 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექცია ელეგანტურობითა და დიზაინერის ექსპერიმენტული მიდგომით გამოირჩევა, წარმოდგენილია ფერისა და ტექსტურების კონტრასტი, სკულპტურული სილუეტები, რომლებიც 1970-80-იანი წლების სტილს მოგვაგონებს. Tom Ford-ის მარადიული სტილი და ხელწერა უცვლელი რჩება, ჰაიდერ აკერმანი აქცენტს მინიმალისტურ, დახვეწილ და კლასიკურ დიზაინზე აკეთებს. 

ახალ კოლექციაშია ფერთა პალიტრის მრავალფეროვნება,  იქნება ეს სხვადასხვა ტონალობის მწვანე, ბორდოსფერი, ვარდისფერი თუ ლურჯი ფერები, აკერმანის შემოქმედება ყოველთვის გამოირჩევა ფერთა გამით და მათი ორიგინალური შეხამებით. Tom Ford-ის ახალი კოლექციაშია ატლასის კოსტიუმები, ტყავის მოსაცმელები და ორეულები, კლასიკური პიჯაკები და შარვლები, საღამოს კაბები დახვეწილი დეტალებით. ჩვენებას არაერთი ცნობილი სახე დაესწრო, მათ შორის - ქეით მოსი, ჯანეტ ჯექსონი, პამელა ანდერსონი და რიტა ორა.


ფოტოს წყარო: Vogue