სილვესტერ მაკო უნგრელი ფოტოგრაფია, რომელიც იღებს ორიგინალურ ფოტოებს, იქნება ეს რენესანსის ეპოქის ნახატებისადმი მიძღვნილი კადრები თუ ფოტოგრაფიის უძველესი დროიდან მომდინარე პორტრეტებით შთაგონებული ნამუშევრები. სილვესტერ მაკოს ფოტოები მნახველს ძველ დროში, სრულიად სხვა ეპოქაში გადასვლის შეგრძნებას უქმნის. მხატვრული და თეატრალური ნამუშევრები უნიკალური პრაქტიკის შედეგია, რომლის დროსაც მაკო ძირითადად ბუნებრივ სინათლეს, გადამუშავებულ ნივთებს და დეკორაციებს იყენებს.
მაკოს შემოქმედებითი ხედვა და ინტერესი ბავშვობიდან და მოზარდობის წლებიდან ჩამოყალიბდა, როდესაც ის ლილაფიურედში, პატარა ქალაქში ცხოვრობდა. სილვესტერი შთაგონებულია ხელოვნების ფართო სპექტრით, მათ შორის - რენესანსით, დადაიზმითა და ბაუჰაუსით.
მაკოს ნამუშევრები ფოკუსირებულია სილამაზისა და ემოციების იმ მომენტების აღბეჭდვაზე, რომლებიც ხშირად სხვების მიერ შეუმჩნეველი რჩება. ის ცნობილია სინათლისა და ჩრდილის უნიკალური გამოყენებით, გამოსახულებების ასიმეტრიული ფორმებითა და მელანქოლიური ხასიათის ფოტოებით. მაკოს ფოტოებში ხელოვნების სილამაზე იკითხება და ქმნის ისტორიულ კონტექსტს, რითაც მნახველისთვის დროში მოგზაურობის შეგრძნებას ქმნის.
სილვესტერი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს მდგრადობას, იყენებს გადამუშავებულ მასალებს და ბუნებრივი სინათლის წყაროებს, ისეთ ინსტრუმენტებს, რომლებსაც სხვები შეიძლება მოძველებულად მიიჩნევენ. სილვესტერი ფიქრობს, რომ ყველაფერი მაქსიმალურად ბუნებრივი და ხელშესახები უნდა იყოს. მის ნამუშევრებში ხშირად შეხვდებით პეიზაჟებს, ქალაქებს მსოფლიოს გარშემო, ადამიანებს და ცხოველებს. მაკო ევროპასა და აზიაში სხვადასხვა საერთაშორისო გამოცემასთან თანამშრომლობს და აქტიურად არის ჩართული ფოტოგრაფიული პროცესის ყველა ასპექტში, მათ შორის - წარმოებასა და სტილიზაციაში. ის ყოველ ფოტოს ისე ამუშავებს, თითქოს ნახატს ქმნის, რაც ნამუშევრებს განსაკუთრებულ ელფერს სძენს.






დაწერე კომენტარი