ჰარი სტაილსმა თავის ახალ სიმღერაზე “Aperture” კლიპი გადაიღო, რომელიც მომავალი ალბომის - Kiss All the Time. Disco, Occasionally-ის პირველი სინგლია. “Aperture” 23 იანვარს გამოვიდა და უკვე მილიონობით ნახვა აქვს, კინემატოგრაფიული სტილით გადაღებულ კლიპზე სტაილსმა რეჟისორ Aube Perrie-სთან ითანამშრომლა, რომელთან ერთადაც მას აქამდეც შეუქმნია კოლაბორაციული ნამუშევარი. ახალი სინგლით და მომავალი ალბომით სტაილსი თავისი კარიერის ახალ ეტაპს და კიდევ უფრო მრავალფეროვან, საინტერესო თავს იწყებს. 

Kiss All the Time. Disco, Occasionally ოფიციალურად 6 მარტს გამოვა და 12 სიმღერას გააერთიანებს, რომლებზეც Kid Harpoon-მა იმუშავა. 2022 წლის შემდეგ ეს არტისტის პირველი ალბომი იქნება, რომელსაც მსმენელი მოუთმენლად ელოდება. ამასთანავე სტაილსმა გამოაცხადა მსოფლიო ტური - „Together, Together“. არტისტი მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში 50-მდე კონცერტს გამართავს.