Dior ჯონათან ანდერსონის შემოქმედებითი ხელმძღვანელობით ახალ კამპანიას წარმოადგენს, რომლის მთავარი სახე კანადელი მოდელი და მსახიობი პოლ ენტონი კელია. კამპანია ფოტოგრაფმა Lee Mary Manning-მა გადაიღო და კელი Dior-ის უახლესი კოლექციის სამოსით და აქსესუარებით აღბეჭდა. პოლ ენტონი ცნობილი მისი პირველი მასშტაბური პროექტით - კენედების “სიყვარულის ისტორიით” გახდა. რაიან მერფის სერიალში, რომლის პრემიერა 2026 წლის თებერვალში შედგა, პოლ ენტონი მთავარ როლს ასრულებს და ჯონ ფიცჯერალდ კენედის განასახიერებს.
სერიალი პოლისთვის მნიშვნელოვანი დებიუტი აღმოჩნდა და მსახიობს საერთაშორისო პოპულარობა მოუტანა. “Love Story”-ის პრემიერის შემდეგ, პოლს ხშირად ვხვდებით სხვადასხვა ცნობილ გამოცემაში. Dior-თან თანამშრომლობა მსახიობმა ცოტა ხნის წინ დაიწყო, კელი პარიზის მოდის კვირეულზე Dior-ის 2026 წლის შემოდგომა-ზამთრის ქალის კოლექციის ჩვენებას ესწრებოდა.










დაწერე კომენტარი