Jacquemus-მა დღეს კორსიკის ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროსთან მდებარე კლდოვან კუნძულზე, Phare de la Pietra-ს ისტორიული შუქურის ფონზე, 2027 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექცია - „Le Bonheur“ წარადგინა. ჩვენებაში მონაწილეობდა ქართველი მოდელი სანდრო ვეფხვაძე. კლდოვან ფერდობებზე გამართული ჩვენება ბრენდისთვის ღია ცის ქვეშ მოწყობილი მასშტაბური დეფილეების ტრადიციასთან დაბრუნებას ნიშნავდა.
„Le Bonheur“ (ფრანგულად - „ბედნიერება“) სიმონ პორტე ჟაკმუსის ესთეტიკის მთავარ კოდებს უბრუნდება - ხმელთაშუა ზღვის მზით განათებულ პეიზაჟებს, მინიმალისტურ სილუეტებსა და ბუნებასთან ორგანულ კავშირს. ისტორიული შუქურისა და ზღვით გარშემორტყმული კლდოვანი სივრცის ფონზე წარმოდგენილმა კოლექციამ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი Jacquemus-ის უნარს, მოდის ჩვენება ემოციურ და კინემატოგრაფიულ გამოცდილებად აქციოს.
შოუ განზრახ ინტიმურ ფორმატში გაიმართა - მოწვეულნი იყვნენ საერთაშორისო პრესის წარმომადგენლები, ბრენდის მეგობრები, შერჩეული მყიდველები და რამდენიმე ცნობილი სტუმარი. ამასთან, Jacquemus-მა კორსიკაში ადგილობრივი მოდელების კასტინგიც ჩაატარა, რითაც ღონისძიება რეგიონის კულტურულ კონტექსტს კიდევ უფრო დაუკავშირა.












დაწერე კომენტარი