Moon Shoe-ის ვიზუალი Jacquemus-ის ხელწერით კვლავ იცვლება. ახალი Multi-Blue ვერსია კრემისფერი და ცისფერი ტონების კომბინაციით, მწვანე დეტალებითა და ბუნებრივი ფერის თხელი ძირით არის შექმნილი — ვიზუალურად მსუბუქი, ვინტაჟური და ამავდროულად, ძალიან თანამედროვე. მოდელი სწორედ ის ესთეტიკური ბალანსია, რომელსაც Jacquemus სპორტულ ფეხსაცმელში ეძებს: Nike-ის რეტრო ფორმა და ფრანგული მოდის სახლის მინიმალისტური მიდგომა. 

ფეხსაცმლის ზედა ნაწილი დაჭმუჭნილი ეფექტის მქონე ნეილონისგანაა დამზადებული, Nike-ის ლოგო კი ტექსტუირებული, ტყავის ეფექტის მქონე მასალით არის შესრულებული. უკანა ნაწილს ტყავის დეტალი ასრულებს, ხოლო თასმების ბოლოებზე პატარა რელიეფური Nike-ის ლოგოები და ენაზე Jacquemus-ის ლოგო ჩნდება. თხელი ძირი გადამუშავებული რეზინისგანაა დამზადებული, რაც მოდელის მსუბუქ ვიზუალურ ხასიათს კიდევ უფრო მეტად უსვამს ხაზს. 

Miami Edition-ის კონტექსტიც შემთხვევითი არ არის. Jacquemus-ისთვის Miami ბოლო წლების განმავლობაში ბრენდის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ქალაქად იქცა და ახალი Moon Shoe სწორედ ამ ქალაქის ესთეტიკასთან არის დაკავშირებული.