პარიზის მოდის კვირეულზე SITUATIONIST-მა 2027 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექცია წარადგინა. SS27 კოლექცია SITUATIONIST-ისთვის ნაცნობი კოდის - მკვეთრი სილუეტების, კონტრასტული პროპორციებისა და თანამედროვე ტანსაცმლის მიმართ თავისუფალი დამოკიდებულების - კიდევ ერთი სამომავლო განვითარებაა. ვიზუალური ენა ერთდროულად მკაცრი და მგრძნობიარეა - სწორედ ის კონტრასტი, რომელიც SITUATIONIST-ის ესთეტიკას წლებია თან სდევს.
ამ სეზონზე SITUATIONIST-ის runway-ზე 44 მოდელი გამოჩნდა. მათ შორის - მატილდა გვარლიანი, სანდრო ვეფხვაძე, Cindy Bruna, Aymeline Valade, Paloma Elsesser, Jean Campbell და Malgosia Bela. შოუ გახსნა ქართველმა მოდელმა ნასტასია ლეგრანმა, ხოლო ფინალური ლუქი Angelina Kendall-ს ერგო.
SS27 კიდევ ერთხელ აჩვენებს, როგორ აგრძელებს SITUATIONIST ქართული მოდის საერთაშორისო კონტექსტში საკუთარი ენის ფორმირებას - თბილისის სახელოსნოდან პარიზის runway-მდე, ადგილობრივი ხელობის, თანამედროვე დიზაინისა და მკაფიო საავტორო ხედვის ერთიანობით.










დაწერე კომენტარი