ქართველი ხელოვანი თამარა კვესიტაძე NordArt 2026-ის Public Choice Award-ის ერთ-ერთი გამარჯვებული გახდა.

კვესიტაძის საკულტო კინეტიკური სკულპტურა „კაცი და ქალი“ (Man and Woman), რომელიც მოძრაობის საშუალებით შეხვედრისა და დაშორების დრამატულ პროცესს ასახავს, წელსაც განსაკუთრებულად გამოირჩა საერთაშორისო აუდიტორიის წინაშე. ნამუშევარი სიყვარულის, დაკარგვისა და შერიგების უნივერსალურ თემებზე საუბრობს და სწორედ მისი ქორეოგრაფიული მოძრაობა ქმნის ემოციურ კავშირს მაყურებელთან.

Congratulations to Tamara Kvesitadze!We are delighted to celebrate Tamara as one of the winners 2.jpg 571.67 KB
NordArt ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური თანამედროვე ხელოვნების გამოფენაა, რომელსაც ყოველ ზაფხულს 100 000-ზე მეტი ვიზიტორი სტუმრობს. Public Choice Award-ის მნიშვნელობას ისიც განსაზღვრავს, რომ გამარჯვებულს უშუალოდ გამოფენის აუდიტორია ირჩევს.
Congratulations to Tamara Kvesitadze!We are delighted to celebrate Tamara as one of the winners (1).jpg 231.83 KB
თამარა კვესიტაძის გამარჯვება Kornfeld Galerie Berlin-მაც დააანონსა, რომელიც აღნიშნავს, რომ „Man and Woman“-ის განსაკუთრებული ქორეოგრაფია კვლავაც ძლიერ რეაქციას იწვევს მაყურებელში.