10 ოქტომბერს წინანდლის ისტორიულ მამულებში Jazz & Wine Kakheti მუსიკის, ღვინისა და გასტრონომიის სამყაროს გააერთიანებს. ფესტივალი, რომელიც კახური შემოდგომის ერთ-ერთ გამორჩეულ კულტურულ მოვლენად იქცა, წელს მეათედ უმასპინძლებს სტუმრებს და კიდევ ერთხელ შექმნის სივრცეს, სადაც ღვინის კულტურა ცოცხალი მუსიკის რიტმს ერწყმის.

არსებობს ადგილები, რომელთა ხასიათსაც მხოლოდ არქიტექტურა, ისტორია ან ბუნებრივი ლანდშაფტი ვერ განსაზღვრავს - მათ განსაკუთრებულ ატმოსფეროს გამოცდილებების ერთობლიობა ქმნის. წინანდლის მამულები სწორედ ასეთი ადგილია. ვენახებით გარშემორტყმული ისტორიული გარემო, შემოდგომის კახეთი, ღვინის განსხვავებული არომატები და მუსიკა, რომელიც დღის განმავლობაში იცვლის ტემპსა და განწყობას - Jazz & Wine Kakheti ამ ყველაფერს ერთიან გამოცდილებად აქცევს.

1.jpg 53.46 KB
10 ოქტომბერს ფესტივალი ათწლიან ისტორიას აღნიშნავს. ამ დროის განმავლობაში მისი კონცეფციის მთავარი ღერძი უცვლელი რჩება: ღვინის კულტურა, მუსიკა და ადამიანების შეხვედრები, რომლებიც ჩვეულებრივ დღეს განსაკუთრებულ მოვლენად აქცევს. წლევანდელი პროგრამაც სწორედ ამ იდეის გარშემო ვითარდება - დღის პირველი ნახევარი ღვინის აღმოჩენასა და ჯაზის მსუბუქ რიტმებს დაეთმობა, საღამოს კი ფანკისა და სოულის ენერგია ფესტივალის განწყობას სრულიად სხვა მიმართულებით წაიყვანს.

დღე 13:00 საათზე ღვინის დეგუსტაციით დაიწყება. ფესტივალის სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, 40-ზე მეტი ქართული ღვინის მწარმოებლის პროდუქცია აღმოაჩინონ და სხვადასხვა მეღვინეობის ისტორია, გემო და ხასიათი უკეთ გაიცნონ. ქართული ღვინო აქ მხოლოდ დეგუსტაციის ნაწილი არ არის - ის იმ კულტურული გამოცდილების საფუძველია, რომელსაც კახეთი სტუმრებს სთავაზობს.

3.jpg 67.31 KB
14:00 და 16:00 საათზე ამფითეატრის სცენას იტალიური ჯგუფი Sugarpie & The Candymen დაიკავებს. მათი მუსიკა ჯაზისა და სვინგის ენერგიას აერთიანებს და კლასიკურ მელოდიებს გამორჩეული სცენური ხასიათით აცოცხლებს. ჯგუფის შესრულება ფესტივალის დღის ნაწილს მსუბუქ, მოძრავ და კინემატოგრაფიულ განწყობას შესძენს - თითქოს ძველი იტალიური ფილმის სამყაროში აღმოჩნდები, სადაც მუსიკა, მზე და ხანგრძლივი სადილი დღის ბუნებრივი გაგრძელებაა.

იტალიური განწყობა მხოლოდ მუსიკით არ შემოიფარგლება. სტუმრებს იტალიელი შეფი მაურიციო სიცილიანო ტრადიციული იტალიური კერძებით გაუმასპინძლდება. ამგვარად, ფესტივალის დღის პროგრამა ღვინის დეგუსტაციასა და ცოცხალ მუსიკას გასტრონომიულ გამოცდილებასაც დაუკავშირებს - იმ კულტურას, რომელშიც სუფრა, გემო და მუსიკა ერთმანეთისგან დამოუკიდებლად თითქმის არასოდეს არსებობს.

2.jpg 61.54 KB
საღამოს ფესტივალის მუსიკალური ხასიათიც შეიცვლება. 19:00 საათზე საკონცერტო დარბაზში მსმენელის წინაშე Fred Wesley Generations წარდგება. ჯგუფის სახელწოდება ფანკისა და ჯაზის მდიდარ მუსიკალურ მემკვიდრეობასთან ასოცირდება. 

2.jpg 61.54 KB
დღის კულმინაცია კი 21:00 საათზე ამფითეატრის სცენაზე Soul Train-ის გამოსვლა იქნება. ენერგიული ჟღერადობა, სოულის ხასიათი და ცოცხალი შესრულების უშუალობა ფესტივალის ბოლო ნაწილს დინამიკურ ფინალად აქცევს.

ათი წლის შემდეგ Jazz & Wine Kakheti კახური შემოდგომის იმ მოვლენად რჩება, რომელიც რეგიონის კულტურულ და გასტრონომიულ პოტენციალს თანამედროვე გამოცდილების ფორმით წარმოაჩენს. წინანდლის ისტორიული გარემო ამ ყველაფერს განსაკუთრებულ კონტექსტს სძენს - აქ წარსულის მემკვიდრეობა და თანამედროვე კულტურა ერთმანეთს ბუნებრივად ხვდება.

Jazz & Wine Kakheti 2026

ფესტივალის წარმდგენია თიბისი კონცეპტი, გენერალური სპონსორი - Mastercard. მხარდამჭერები არიან საქართველოს კულტურის სამინისტრო და სსიპ „შემოქმედებითი საქართველო“, სპონსორი - „ისი პარი“. ფესტივალის მასპინძელი სასტუმროებია Radisson Collection და Park Hotel Tsinandali.

ბილეთებისა და დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ TKT.GE-ს.