ბრიტანული მოდის სახლი Burberry ახალ კამპანიაში The Car Coat, as Styled by Our Global Community ბრენდის ერთ-ერთ გამორჩეულ სამოსს, კლასიკურ Car Coat-ს, თანამედროვე ქუჩის სტილის პერსპექტივიდან წარმოგვიდგენს.
ნიუ-იორკი, ლონდონი, შანხაი და სეული - კამპანია სხვადასხვა ქალაქის წარმომადგენლებს აერთიანებს, რომლებიც Burberry-ის საკულტო ბეჟ პალტოს საკუთარი სტილის შესაბამისად ატარებენ. კლასიკური კოსტიუმებიდან სპორტულ შორტებამდე, თავისუფალი სილუეტებიდან ყოველდღიურ ჯინსებამდე - თითოეული ლუქი ერთი და იმავე სამოსის განსხვავებულ ინტერპრეტაციას გვთავაზობს.
ქალაქის ქუჩებში გადაღებული პორტრეტებით Burberry ხაზს უსვამს Car Coat-ის მუდმივ აქტუალობას და აჩვენებს, როგორ შეიძლება ბრიტანული კლასიკა განსხვავებული კულტურის, თაობისა და ესთეტიკის ნაწილად იქცეს.










დაწერე კომენტარი