Dior ზამთრის სეზონს ახალი კოლექციით, Dior Alps 2026-ით ხვდება, რომელიც სათხილამურო სამოსსა და მოდის სახლის გამორჩეულ ესთეტიკას აერთიანებს. Jonathan Anderson-ის კრეატიული ხელმძღვანელობით შექმნილი კოლექცია მთის სპორტულ სამოსს თანამედროვე მოდის პერსპექტივიდან წარმოაჩენს და სათხილამურო გარდერობის ტრადიციულ საზღვრებს სცდება.
კოლექციაში სპორტული სამოსისთვის დამახასიათებელი პრაქტიკულობა Dior-ის ელეგანტურობას ერწყმის, რაც სამოსს ერთდროულად კომფორტულს და ვიზუალურად გამორჩეულს ხდის.
თოვლიანი მთების ფონზე გადაღებული კამპანიის სახეები Noor Khan, Alassane Ndao და Finn Thomas არიან. ფოტოგრაფ Angelo Pennetta-ს კადრებში ალპური გარემო კოლექციის ბუნებრივ გაგრძელებად იქცევა. კამპანიის სტილზე Stephanie Waknine-მ იმუშავა, ხოლო ვიზუალური კონცეფცია Jonathan Anderson-ს ეკუთვნის. კოლექცია Jonathan Anderson-ის პირველი ინტერპრეტაციაა Dior Alps-ის ხაზისთვის.








დაწერე კომენტარი