ღია ცეცხლის საშუალებით მხოლოდ სეზონური და ბუნებრივი ინგრედიენტებით შექმნილი კერძები, დახვეწილი ინტერიერი და დასამახსოვრებელი გემოები - თბილისის ისტორიულ უბანში მდებარე რესტორანი ‘’47’’ ყოველი დეტალით უზრუნველყოფს, სტუმრების ლანჩი და ვახშამი სასიამოვნო გამოცდილებად აქციოს. რესტორანში უნიკალური და ჯანსაღი კერძების უმრავლესობა ღია ცეცხლსა და ნაკვერჩხალზე, მომხმარებლების თვალწინ იქმნება, ღია ღუმელი და სამზარეულო, სივრცეს განსაკუთრებულ ატმოსფეროს სძენს.


რესტორან ‘’47’’-ში თითოეული კერძი მხოლოდ სეზონური, ბუნებრივი და ორგანული ინგრედიენტებით მზადდება, შესაბამისად, ისინი შეფის მიერ სეზონების მიხედვით იცვლება. ღია ცეცხლის პრინციპზე დაფუძნებული  სამზარეულო აერთიანებს გამორჩეულ გემოებს და ყოველი სტუმრის სურვილს აკმაყოფილებს, ორი მიმართულების - ქართულ და ევროპულ მენიუში ამ სეზონზე აღმოაჩენთ ისეთ კერძებს, როგორიცაა ახალზელანდიური ბატკნის ნეკნიწითელი ღვინის სოუსით, შავი ანგუსის რიბაი, რვაფეხა თეთრი ლობიოთი, გოჭი კორკოტით და ალუბლის სოუსით, ნაკვერჩხალზე მომზადებული მსხლის დესერტი კრემით - შანტილი ან ბრიტანული სფეშელთი ყავის მწარმოებელი Monmouth-ის ყავა, რომელიც "47"-ის ჯგუფს ექსკლუზიურად ლონოდნიდან ჩამოაქვს.


რესტორანი ‘’47’’, რომელიც კოტე აფხაზის 47 ნომერში მდებარეობს, სტუმრებს მთელი დღის განმავლობაში მასპინძლობს, დღის სასიამოვნოდ გასატარებლად 13-იდან 16 საათამდე სპეციალურად შემუშავებული ლანჩ-მენიუ დაგხვდებათ. ამასთან ერთად, რესტორანში შაბათობით მთის წესით, სახელდახელოდ მოხვეული ხინკალი კეთდება, რომელიც თიანეთიდან მოწვეული შეფის რეცეპტით მზადდება. ღია ცეცხლის პრინციპი, რომელიც შესაძლებლობას გაძლევთ როგორც კერძების, ისე დესერტების მომზადების პროცესს თვალი ადევნოთ, გასტრონომიულ გამოცდილებას კიდევ უფრო საინტერესოს ხდის და პროცესს განსაკუთრებულ ხიბლს სძენს.

ლანჩის გარდა,‘’47’’-ში შეგიძლიათ დასამახსოვრებელი საღამო გაატაროთ და რესტორანს საყვარელ ადამიანებთან ერთად ვახშამზე ეწვიოთ. კერძებთან ერთად რესტორანში წარმოდგენილია სასმელების მრავალფეროვანი არჩევანი, მათ შორის - უცხოური და ქართული ღვინოების ფართო ასორტიმენტი. კომფორტული გარემო, სიმყუდროვე, ძველი თბილისის ხედები და გემოვნებიანი მუსიკა სტუმრების საღამოს სასიამოვნოდ გატარებას უზრუნველყოფს. რესტორანი გამორჩეულ ადგილად იქცევა მათთვისაც, ვისაც ცოცხალი მუსიკა უყვარს, რადგან ‘’47’’ ხშირად ერთგვარ სცენად იქცევა და მუსიკალურ საღამოებს მასპინძლობს. რესტორანი ხშირად ხელოვანების მიერ შესრულებულ სხვადასხვა ნამუშევარს გამოფენს, დღეს "47"-ში მხატვარ ლიკა ერისთავის ნამუშევრები დაგხვდებათ, რომელთა შეძენაც ადგილზეც შესაძლებელია. რესტორანი მხარს უჭერს სხვადასხვა მუსიკალურ ფესტივალს და ხშირად მასპინძლობს მათ წარმომადგენლებს, ისევე როგორც დიპლომატებს, გურმან ტურისტებს ან თბილისელებს, რომელთაც ლანჩის ან ვახშმის განსაკუთრებულ გარემოში მირთმევა სურთ.