ყოველ წელს, აპრილში, მილანი დიზაინის დედაქალაქი ხდება, რადგან სწორედ აქ ტარდება  ამ სფეროს ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა - Milan Design Week. 

რამდენიმე დღის განმავლობაში მთელ ქალაქში იმართება მსოფლიოს წამყვანი დიზაინერების, პროდუქტის დიზაინის ბრენდების და მოდის სახლების შთამბეჭდავი გამოფენები. 

წელს, შარშანდლის მსგავსად, Hammock Magazine და მე - მისი დამფუძნებელი - გიორგი მაისურაძე, თიბისი კონცეპტის და Visa-ს მხარდაჭერით, მილანიდან გაგაცნობთ ყველაზე საინტერესო, მნიშვნელოვან და ვიზუალურად შთამბეჭდავ გამოფენებს. და არამარტო გამოფენებს - შუალედებში - ლანჩის და ბრანჩის ან ვახშმის დროს - გაგაცნობთ მილანის საუკეთესო კაფეებს, რესტორნებსა და ბარებს.  

მოგზაურობის დასაწყისში კი შემოგთავაზებთ თიბისი კონცეპტის და Visa-ს სამოგზაურო შეთავაზებებს, რომლებიც, ვფიქრობ, ნამდვილად გამოგადგებათ.