მექსიკის ცნობილ კურორტზე, ტულუმში, ჯუნგლების სიახლოვეს უნიკალური ბუტიკ სასტუმრო - Babel Tulum მდებარეობს, რომელიც თავისი არქიტექტურითა და ინტერიერის დიზაინით, ფერებით, ბუნებრივი მასალებითა და სკულპტურული ფორმებით იდეალურად ერწყმის ლანდშაფტს და სილამაზის, ესთეტიკისა და სიმშვიდის სინთეზს წარმოადგენს. სასტუმრო სტუმრებს კარიბის ზღვის სანაპიროებისა და ჯუნგლების სამყაროში იწვევს, რაც სიმშვიდისა და დაუვიწყარი თავგადასავლების ბალანსს ქმნის.
IMG_1184.PNG546.25 KB Babel Tulum გამოირჩევა ეკოლოგიისადმი განსაკუთრებული ყურადღებითა და მიდგომებით, რომელიც კომფორტსა და მდგრადობას აერთიანებს. აქ ყოველი კუთხე ბუნებასთან ჰარმონიას ქმნის - სასტუმრო დაპროექტებულია ისე, რომ ასახოს ტულუმის ლანდშაფტის ბუნებრივი სილამაზე გარემოს დაზიანების გარეშე. რადგან სასტუმროს მთავარი დანიშნულებაა სტუმრებს ბუნებასთან მაქსიმალური კავშირი ჰქონდეთ, ამისათვის Babel Tulum-ში მრავალი აქტივობაა, მათ შორის - იოგას სესიები, მედიტაციები, სემინარები, გამაჯანსაღებელი პროცედურები, სპა კაბინები და ორთქლის აბაზანები. IMG_1202.PNG375.62 KBBabel Tulum-ის კომპლექსი 59 საცხოვრებელს აერთიანებს, რომლებიც რამდენიმე ნაწილად იყოფა და განლაგებულია ისე, რომ ინტეგრირდეს გარემოსთან და მაქსიმალურად შეინარჩუნოს ბუნებრივი სინათლე. კომპლექსის ცენტრალური კოშკი გარშემორტყმულია მრგვალი საცურაო აუზით და უამრავი ყვავილოვანი მცენარით. შენობის არქიტექტურაზე კომპანია V Taller-მა იზრუნა, მათი მიზანი იყო თითოეულ სტუმარში სიმშვიდის შეგრძნება გამოეწვიათ, შთაგონება მიიღეს გარემოდან და ორგანული მასალების გამოყენებით, მინიმალისტური დიზაინის მოვარდისფრო შენობა შექმნეს. IMG_1191.PNG367.34 KBრაც შეეხება, Babel Tulum-ის ინტერიერის დიზაინს, მასზე გვადალახარაში დაფუძნებულმა კომპანიამ - Carlos y Pablo-მ იმუშავა. დიზაინის გუნდმა გამოიყენა ბუნებრივი მასალები, როგორებიცაა ადგილობრივი ტრავერტინის მარმარილო, პაროტას ხე, ბამბა და ორგანული მასალები ავეჯისა და თეთრეულისთვის. კომპანიის მთავარი მიზანი იყო თანამედროვე გადაწყვეტით დიზაინის დეტალები ყოფილიყო
დაწერე კომენტარი